ვალაშსკე-მეზირჟიჩი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ვალაშსკე-მეზირჟიჩი Valašské Meziříčí | |||||
|
ცენტრალური მოედანი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| რეგიონი | ზლინი | ||||
| შიდა დაყოფა | Bynina[1] , Hrachovec[1] , Juřinka[1] , Krásno nad Bečvou[1] , Lhota[1] , Podlesí[1] და Valašské Meziříčí | ||||
| კოორდინატები | 49°28′18″ ჩ. გ. 17°58′16″ ა. გ. / 49.47167° ჩ. გ. 17.97111° ა. გ. | ||||
| მმართველი | Robert Stržínek | ||||
| პირველი ხსენება | 1297 | ||||
| ფართობი | 35,44 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 294 მ | ||||
| მოსახლეობა | 22 833[2] კაცი (2024) | ||||
| სიმჭიდროვე | 644 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 757 01 | ||||
| საავტომობილო კოდი | Z | ||||
| ოფიციალური საიტი | valasskemezirici.cz | ||||
ვალაშსკე-მეზირჟიჩი (ჩეხ. Valašské Meziříčí) — ქალაქი ჩეხეთში, ზლინის მხარეში. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და დაცულია ჩეხეთის კანონმდებლობით, როგორც ურბანული კულტურული ძეგლი.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა „მეზირჟიჩი“ ითაგმნება როგორც მდინარეთა შორის, მდინარეთა შუა და ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეა შერჩეული. ქალაქი ორ მდინარეს ვსეტინსკა-ბეჩვას და როჟნოვსკა-ბეჩვას შორის არის მოქცეული. სიტყვა „ვალაშსკე“ კი ვლახეთისას აღნიშნავს. სწორედ მორავიის ვლახეთში მდებარეობს ვალაშსკე-მეზირჟიჩი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ისტორიულ წყაროებში პირველად 1297 წელს არის მოხსენიებული. თავდაპირველად აქ მდებარე სოფლის მდინარე როჟნოვსკა-ბეჩვას მარცხენა სანაპიროზე მდებარე ნაწილს მიანიჭეს ქალაქის სტატუსი 1377 წელს. 1491 წელს მდინრის მარჯვენა სანაპიროზე სავაჭრო ქალაქი კრასნო-ნად-ბეჩვოუ დაარსდა და ეს ორი ქალაქი 1924 წლამდე დამოუკიდებლად არსებობდა. გაერთიანების შემდეგ ქალაქს ვალაშსკე-მეზირჟიჩი დაერქვა.[3][4]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალაშსკე-მეზირჟიჩის პატარა ისტორიული ცენტრი აქვს, რომელსაც ცენტრალური მოედანი და მისი შემოგარენი ქმნის. გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა ქალაქის მთავარი ციხესიმაგრე, რომელსაც ჟეროტინის ციხე ეწოდება. ქალაქის ტაძარია 1419 წელს აგებული ღვთისმშობლის მიძინების გოტური ტაძარი.[5] კინსკის ციხე ბაროკოს სტილის ნაგებობაა, რომელშიც თავდაპირველად კრასნო-ნად-ბეჩვოუს მემამულეთა სამმართველო იყო განთავსებული, XIX საუკუნეში აქ მცხოვრბმა დიდგვაროვანთა კინსკების ოჯახმა შენობა შეიძინა და ციხე-სიმაგრედ გადააკეთა. 1949 წლის შემდეგ კინსკის ციხეში განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი. ციხის შემოგარენში ლამაზი ინგლისური ბაღია გაშენებული, სადაც XVIII - XIX საუკუნეში გამორჩეული სახეობის ხეებს რგავდნენ, რომელთა ნახვა დღესაც საინტერესოა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Population of Municipalities – 1 January 2024. Czech Statistical Office (2024-05-17).
- ↑ Historie cs. Město Valašské Meziříčí. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-21. ციტირების თარიღი: 2021-12-30
- ↑ O městě cs. Město Valašské Meziříčí. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30
- ↑ Farní kostel Nanebevzetí Panny Marie ve Valašském Meziříčí cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2021-12-30