შინაარსზე გადასვლა

ვალაშსკე-კლობოუკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვალაშსკე-კლობოუკი
Valašské Klobouky

ქალაქის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ზლინი
შიდა დაყოფა Lipina[1] , Mirošov[1] , Smolina[1] და Q56414267?
კოორდინატები 49°08′26″ ჩ. გ. 18°00′27″ ა. გ. / 49.14056° ჩ. გ. 18.00750° ა. გ. / 49.14056; 18.00750
მმართველი იოზეფ ბელაშკა
პირველი ხსენება 1341
ფართობი 26,95 კმ²
ცენტრის სიმაღლე 405
მოსახლეობა 4 864[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 180,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 766 17
საავტომობილო კოდი Z
ოფიციალური საიტი valasskeklobouky.cz
ვალაშსკე-კლობოუკი — ჩეხეთი
ვალაშსკე-კლობოუკი

ვალაშსკე-კლობოუკი (ჩეხ. Valašské Klobouky) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის მხარეში. მდებარეობს ზლინის რაიონში. ის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფა. ქალაქის გარშემო მდებარე ლიპინას, მიროშოვის და სმოლინას დასახლებებიც ვალაშსკე-კლობოუკის ეკუთვნის.[3]

საინტერესო წარმოშობა აქვს ქალაქის დასახელებას, ქართულად ქალაქის სახელი „ვლახეთის ქუდებად" ითაგმნება. სიტყვა „ქუდები" სახელწოდებაში სავარაუდოდ აქაური ლანდშაფტის გამო გაჩნდა, ქალაქის გარშემო არსებული ბორცვები ქუდებს მოგაგონებს. სახელწოდებას სიტყვა „ვალაშსკე" ანუ „ვლახეთის" 1885 წელს დაამატეს.[4]

ვალაშსკე-კლობოუკი ქალაქ ზლინიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის ტერიტორია თეთრი კარპატებისა და ვიზოვიცეს მთიანეთის საზღვარზეა. ვალაშსკე-კლობოუკის ყველაზე მაღალი წერტილია სტრანეს გორა, რომელიც ზღვის დონიდან 664 მეტრზე მდებარეობს. ვალაშსკე-კლობოუკი მდინარე ბრუმოვკის ხეობაშია გაშენებული.

ვალაშსკე-კლობოუკი პირველად წერილობით წყაროებში 1341 წელს იხსენიება. ამ დროისთვის ის ბრუმოვის ფეოდალურ მამულს ეკუთვნოდა. XIV–XV საუკუნეებში კლობოუკი ეკონომიკურად გაძლიერდა. 1356 წელს სოფელს სავაჭრო დასახლების სტატუსი მიენიჭა, ხოლო XVI საუკუნეში ქალაქის სტატუსი მიიღო. XVII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ვლახები დასახლდნენ.[5] სოფელი ლიპინა ისტორიულ წყაროებში პირველად 1407 წელსაა მოხსენიებული, 1976 წელს იგი ვალაშსკე-კლობოუკის შეუერთდა. სოფელი მიროშოვის სახელიც იმავე საუკუნეში, 1460 წელს ჩნდება ისტორიულ წყაროებში. მიროშოვი შედარებით ადრე, 1964 წელს გახდა ქალაქის ნაწილი. სოფელი სმოლინა პირველად 1503 წელსაა მოხსენებული და ვალაშსკე-კლობოუკის ყველაზე გვიან, 1980 წელს შეუერთდა.[6]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის ძველი მერია

ქალაქის მერიის ძველი შენობა ისტორიულ წყაროებში პირველად 1567 წელსაა მოხსენებული. ის ვალაშსკე-კლობოუკის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა. დღეს შენობაში ქალაქის მუზეუმი ფუნქციონირებს. შენობის წინ მდებარეობს XVI საუკუნის საჯარო დასჯის ბოძი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია ქვეყანაში ამ ტიპის ძეგლებს შორის. ქვიშაქვის ქვის ბოძზე დამნაშავეებს აბამდნენ და ქალაქის წინ საჯაროდ არცხვენდნენ. კლობოუკიმ ადგილზე მართლმსაჯულების აღსრულების უფლება 1356 წელს მოიპოვა. ქალაქის მუზეუმის ექსპოზიციების მეორე ნაწილი განთავსებულია 1781 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში, რომელიც ცნობილია როგორც „წითელი სახლი“. აქ წარმოდგენილია ტრადიციული ადგილობრივი წარმოების ქსოვილები.[7]

წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია

წმინდა ჯვრის ამაღლების ტაძარი 1763 წელს აშენდა. მას რენესანსის სტილის კოშკი ამშვენებს. კრალოვეცის ბორცვზე მდებარეობს ამავე სახელწოდების ხის გადმოსახედი კოშკი, რომლის სიმაღლე 21,5 მეტრია.[8]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობულებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. 1.0 1.1 1.2 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
  4. Hosák, Šrámek: Místní jména na Moravě a ve Slezsku I, Praha 1970, str. 398.
  5. Současnost města Valašské Klobouky cs. Město Valašské Klobouky. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-01. ციტირების თარიღი: 2023-04-11
  6. Z historie Valašských Klobouk a jižního Valašska cs. Město Valašské Klobouky. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-01-24. ციტირების თარიღი: 2023-04-11
  7. Městské muzeum ve Staré radnici a Červeném domě Valašské Klobouky cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-01-01
  8. Kostel Povýšení sv. Kříže cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2022-01-01