ვაიტუპუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვაიტუპუ
მშობ. სახელი: ინგლ. Vaitupu
Tv-map.png
გეოგრაფია
07°28′ ს. გ. 178°41′ ა. გ. / 7.467° ს. გ. 178.683° ა. გ. / -7.467; 178.683
მდებარეობა წყნარი ოკეანე
ფართობი 5,60 კმ²
ქვეყანა
საბჭო ვაიტუპუს კუნძულოვანი საბჭო
დემოგრაფია
მოსახლეობა 1591 (2002)
სიმჭიდროვე 284,107 ად. /კმ²

ვაიტუპუ (ინგლ. Vaitupu) — ტუვალუს კუნძულების ყველაზე დიდი კუნძული წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში. ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეული (კუნძულოვანი საბჭო).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ხედი კოსმოსიდან.

კუნძული მდებარეობს ატოლ ნუკუფეტაუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. უახლოესი მატერიკიავსტრალია, მდებარეობს 2800 კმ-ში[1].

ვაიტუპუ წარმოადგენს დაბლობ მარჯნულ კუნძულს, რომლის ცენტრში მდებარეობს რიფებით გარშემორტყმული ლაგუნა. კუნძულს აქვს სამკუთხედის ფორმა, დამრგვალებული კუთხეებით. ხმელეთის ფართობია — 5,60 კმ².[1] ლაგუნის სიგანე მერყეობს 750 მეტრიდან 1,6 კმ-მდე, მარჯნის რიფების — 200 მეტრიდან 700 მეტრამდე[2]. ვაიტუპუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ორი გასასვლელი: ტეფუტა და ალია-ოპეტი. ძირითადი კუნძულის გარშემო მდებარეობს რამდენიმე მომცრო კუნძული (მოტუ):

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საერთო ფართობია — 5,60 კმ².

მცენარეულობიდან ატოლზე ჭარბობს ქოქოსის პალმა, რომლებიც მოჰყავთ ადგილობრივ პლანტაციებში კოპრის წარმოებისთვის. არსებობენ მანგროს ტყეები და პატარა ჭაობები[1].

კლიმატი ვაიტუპუზე ტროპიკულია. ხდება დამანგრეველი ციკლონები[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, ვაიტუპუს პირველი კოლონიზატორი სამოელი, სახელად ტელემატუა იყო. 1825 წელს კუნძული აღმოაჩინა ამერიკელმა ობედ სტარბაკმა (ინგლ. Obed Starbuck).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით ვაიტუპუს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1591 ადამიანს.[3] კუნძულის ერთადერთი დასახლებული პუნქტია — სოფელი ასაუ.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე არსებობს დაწყებითი და საშუალო სკოლა, რომლებიც 1905 წელს დააარსეს ლონდონის მისიონერული საზოგადოების წევრებმა. მოქმედებს ფოსტის განყოფილება, ერთი სასტუმრო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]