შინაარსზე გადასვლა

ვაიზერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სადაზღვევო კომპანია ვაიზერი
ყოფილი სახელწოდება
PSP დაზღვევა
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი დაზღვევა
დაფუძნდა 2009
დამაარსებელი კახაბერ ოქრიაშვილი
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
მმართველი
მაია კალანდაძე — აღმასრულებელი დირექტორი;
სოფიო ლებანიძე — სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
პროდუქცია ჯანმრთელობის დაზღვევა,
ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა,
SME CARE,
ავტოდაზღვევა,
სამოგზაურო დაზღვევა,
ქონების დაზღვევა,
ტვირთების დაზღვევა
მფლობელი პსპ ჯგუფი
საიტი wizer.ge

სს „სადაზღვევო კომპანია ვაიზერი“ — სადაზღვევო კომპანია და „პსპ დაზღვევის“ სამართალმემკვიდრე.[1] კომპანია ოპერირებს სადაზღვევო ბიზნესში და წარმოადგენს „პსპ ჯგუფის“ წევრს.

კომპანია დაარსდა 2009 წელს, როგორც პსპ დაზღვევა, ხოლო 2025 წელს განახორციელა კომპანიის რებრენდინგი და ამავე წლის 15 ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო ახალი სახელწოდებით, როგორც სადაზღვევო კომპანია ვაიზერი.[2] კომპანია ემსახურება როგორც კორპორატიულ, ასევე ფიზიკურ პირებს და მუშაობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის სფეროში.

კომპანია დაარსდა 2009 წელს, ხოლო ოპერირება ოფიციალურად დაიწყო 2010 წლიდან. საწყის ეტაპზე კომპანიამ საქმიანობა დაიწყო მხოლოდ ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. მოგვიანებით კი განავითარა სადაზღვევო პროდუქტები, როგორც სიცოცხლის, ასევე არასიცოცხლის დაზღვევის სფეროში.

2025 წლის მდგომარეობით კომპანია ემსახურება 100 000 მდე ფიზიკურ პირს.

2011 წლიდან სადაზღვევო პროდუქტების პორტფელი ეტაპობრივად გამრავალფეროვნდა და მოიცავს:

  • 2012 — ინდივიდუალური ავტოდაზღვევა;
  • 2013 — კორპორატიული ავტოდაზღვევა;
  • 2019 — სტომატოლოგიური დაზღვევა PSP DENT;
  • 2019 — კრიტიკული დაავადებების დაზღვევა
  • 2019 — სამოგზაურო დაზღვევა Travel+
  • 2022 — SME CARE (მცირე და საშუალო ბიზნესის კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა)[3]
  • 2022 — ავტო დაზღვევა “მარტივი ავტოდაზღვევა”
  • 2025 — ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა.

2025 წლის 15 ოქტომბერს განხორციელდა კომპანიის სრული რებრენდინგი და ახალი სახელი „ვაიზერი“ ეწოდა.

პროდუქტები და ოპერაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც სიცოცხლის (life), ისე არასიცოცხლის (non-life) დაზღვევის მიმართულებებს.

ძირითადი პროდუქტებია: ჯანმრთელობის დაზღვევა, ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა, SME CARE, ავტოდაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ქონების დაზღვევა და ტვირთების დაზღვევა. ავტოდაზღვევის ტერიტორიული ფარგლებია სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. სამოგზაურო დაზღვევა ითვალისწინებს დაზღვევას, როგორც ევროპის ქვეყნებში ასევე სხვა კონტინენტებზე.

კორპორატიული მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია მაია კალანდაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე — სოფიო ლებანიძე. დამფუძნებელია კახაბერ ოქრიაშვილი. სადაზღვევო კომპანია ვაიზერი წარმოადგენს პსპ ჯგუფის წევრს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]