ვაზოპრესინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვაზოპრესინი — ჰორმონი, რომელსაც ასევე უწოდებენ ანტიდიურეზულ ჰორმონს (ADH), არგინინის ვაზოპრესინს (AVP), ან არგიპრეზინს.[1] ვაზოპრესინი სინთეზირებულია AVP გენიდან, როგორც პეპტიდური პროჰორმონი ჰიპოთალამუსის ნეირონებში[2] და გარდაიქმნება AVP-ად. შემდეგ ის მიემართება აქსონში, რომელიც მთავრდება ჰიპოფიზის უკანა ჯირკვალში და გამოიყოფა ვეზიკულებიდან, ცირკულაციაში უჯრედგარე სითხის ჰიპერტონიურობის (ჰიპეროსმოლარობის) საპასუხოდ. AVP-ს აქვს ორი ძირითდი ფუნქცია. პირველი, ის ზრდის თავისუფალი წყლის რაოდენობას, ხსნადის გარეშე, რომელიც კვლავ შეიწოვება ცირკულაციაში, ნეფრონების თირკმლის მილაკებში ფილტრიდან. მეორე ფუნქცია, AVP ავიწროებს არტერიოლებს, რაც ზრდის პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას და ზრდის არტერიულ წნევას.[3][4][5]

შესაძლებელია მესამე ფუნქციის განხილვაც. ზოგიერთი AVP შეიძლება გამოიყოს უშუალოდ ტვინში, ჰიპოთალამუსიდან და შიძლება შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სოციალურ ქცევაში, სექსუალურ მოტივაციაში, წყვილთა კავშირში და სტრესთან რეაქციაში.[6]

ვაზოპრესინი იწვევს ღეროვანი უჯრედების განცალკევებას კარდიომიოციტებად და ხელს უწყობს გულის კუნთის ჰომეოსტაზს.[7]

მას აქვს ძალიან მცირე ნახევარგამოყოფის პერიოდი, 16-დან 24 წუთამდე.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2012) Dorland's Illustrated Medical Dictionary, 32nd, Elsevier. ISBN 978-1-4160-6257-8. 
  2. Sukhov RR, Walker LC, Rance NE, Price DL, Young WS 3rd (1993). „Vasopressin and oxytocin gene expression in the human hypothalamus“. Journal of Comparative Neurology. 337 (2): 295–306. doi:10.1002/cne.903370210. PMID 8277003. S2CID 35174328.
  3. (2014) Anatomy & physiology. Glenview, IL: Pearson Education, Inc. ISBN 978-0-321-86158-0. 
  4. (2006) "Oxytocin and Vasopressin: Genetics and Behavioral Implications", Handbook of Neurochemistry and Molecular Neurobiology: Neuroactive Proteins and Peptides, 3rd, Berlin: Springer, გვ. 573–607. ISBN 978-0-387-30348-2. 
  5. 5.0 5.1 Babar SM (October 2013). „SIADH associated with ciprofloxacin“. The Annals of Pharmacotherapy. 47 (10): 1359–63. doi:10.1177/1060028013502457. PMID 24259701. S2CID 36759747.
  6. Insel TR (March 2010). „The challenge of translation in social neuroscience: a review of oxytocin, vasopressin, and affiliative behavior“. Neuron (ინგლისური). 65 (6): 768–79. doi:10.1016/j.neuron.2010.03.005. PMC 2847497. PMID 20346754.
  7. Costa A, Rossi E, Scicchitano BM, Coletti D, Moresi V, Adamo S (September 2014). „Neurohypophyseal Hormones: Novel Actors of Striated Muscle Development and Homeostasis“. review. European Journal of Translational Myology. 24 (3): 3790. doi:10.4081/bam.2014.3.217. PMC 4756744. PMID 26913138.