ვაზი და ღვინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ვაზი და ღვინო“ — სამეცნიერო-პოპულარული ორკვირიანი ჟურნალი. საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს ორგანო. გამოდიოდა 1920 თებერვლიდან დეკემბრამდე. გამომცემელი — მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭო. იბეჭდებოდა მასალები ვაზის მოვლა-გაშენების, ღვინის დაყენებისა და გასაღების საკითხებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]