ვაზის დაავადებათა მებრძოლი კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაზის დაავადებასთან მებრძოლი კომისია — დაარსდა 1841 წელს თბილისში. კომისია მიზნად ისახავდა ფილოქსერის მოსპობას, თვალყურს ადევნებდა ვაზის დაავადებათა გავრცელებას და ატარებდა ღონისძიებებს მათ აღსაკვეთად. მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა შხამების შესხურებას, დატბორვასა და სხვა მეთოდებს. დიდი მუშაობა ჩაატარა აგრეთვე სოკოვან დაავადებათა სალიკვიდაციოდ. კომისიამ იარსება XIX საუკუნის ბოლომდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 462