ვაზისუბნის ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაზისუბნის ნამოსახლარი და სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ვაზისუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას, მდინარე მღვრიეხევის მარჯვენა ნაპირზე ე. წ. სამკარიანი ეკლესიის ჩრდილოეთით 100 მეტრზე. სავარაუდოდ განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს.

ნამოსახლარზე რომელიც ბუჩქნარითაა დაფარული შეინიშნება დიდი ნაგებობების ნაშთები, სამაროვანზე დადასტურდა ქვის ფილებით შედგენილი რამდენიმე სამარხი. სამარხები გაძარცულია. 1984 წელს სპეციალური სამეცნიერ-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ ეკლესიას ჩაუტარა სარესტავრაციო სამუშაოები. შენობის ირგვლივმოიხსნა მიწის გადმოშვერილი ქვის ფილებით შედგენილი სამი საფეხური შენობის ქვედა ნაწილზე. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. შესასვლელი ორია — სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ორივე კარს თარაზული გადახურვა აქვს. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. აფსიდში გაჭრილია ვიწრო და მაღალი სარკმელი. რომელიც ისევე როგორც მის გვერდებზე მდებარე ორი ნიშა და ეკლესიის ჩრდილოეთი შესასვლელი გადახურულია შავი ქვის თხელი ფილით — თარაზულად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]