ვაზელონის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაზელონის მონასტერი
Αγιος Ιωάννης Βαζελώνος
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°45′48″ ჩ. გ. 39°31′57″ ა. გ. / 40.76333° ჩ. გ. 39.53250° ა. გ. / 40.76333; 39.53250
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ტრაპიზონის პროვინცია
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური
დეტალები

ვაზელონის მონასტერი (ბერძ. Αγιος Ιωάννης Βαζελώνος) მდებარეობს მაჩხის ოლქში, ტრაპიზონის პროვინცია, თურქეთი. ქალაქ ტრაპიზონიდან 40 კილომეტრის დაშორებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი დაახლოებით 270 წელს აიგო. ის ხალდიის რეგიონიში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა, როგორც რელიგიურ ასევე კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ითვლებოდა ერთ-ერთ უმდიდრეს მონასტერად, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ სუმელას მონასტერის ასაგებად თანხა ვაზელონის მონასტრიდან გამოიყო. ისტორიის განმავლობაში მონასტერი მრავალი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. 490 წელს ის დაარბია სასანიდურმა სპარსეთმა, რასაც 400-მდე ბერი შეეწირა. 565 წელს აღადგინა ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა. თანამედროვე ნაგებობა აიგო ტრაპიზონის იმპერიაში და თარიღდება 1410 წლით.[1][2] ოსმალთა ბატონობის პერიოდში (1453–1922) მონასტერი მრავალჯერ გაიძარცვა. 1821 წელს მონასტრის წინამძღვარმა ქრიზანთოსმა დიპლომატიური ხერხებით და სიმდიდრის გაცემით მოახერხა მიმდებარე 40 სოფლისთვის ხოცვა-ჟლეტა აერიდებინა. 1922 წელს მონასტერი სრულიან დაიშალა და დღემდე ამ მდგომარეობაში იმყოფება. მონასტრის უკანასკნელმა ბერმა, დიონისიოს ამარანტიდისმა მოახერხა წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატის გადარჩენა, რომელიც შემდგომ აგია ტრიადას მონასტერში დაასვენეს, მდებარეობს სერესში, საბერძნეთი.

მონასტრის არქივიდან მხოლოდ ერთადერთი ნივთი გადარჩა, რომელიც დღეს სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ეკლესიის ჩრდილოეთ გარე კედელზე გამოსახული ფრესკა ასახავს: სამოთხეს, ჯოჯოხეთს და განკითხვის დღეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Trabzon gezisi tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 12, 2008. ციტირების თარიღი: სექტემბერი 10, 2019.
  2. Trabzon travel guide. ციტირების თარიღი: 30 September 2016.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]