ვადიმ სააკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვადიმ სააკაძე
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1931 (1931-05-12) (92 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ვადიმ სააკაძე (დ. 12 მაისი, 1931, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი. 1997 წელს გადაეცა ღირსების ორდენი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1931 წლის 12 მაისს. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსი ორდინატორი 1957–1961 წლებში. ასევე 1961–1973 წლებში გახლდათ თბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესიულ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1973–1982 წლებში შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის დოცენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 1982–1991 წლებში პროფესორი, ხოლო 1991 წლიდან კათედრის გამგე. პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი 1994 წლიდან. 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეხება იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის საფუძვლებს, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია: „პროფესიული დაავადებები“, სახელმძღვანელო სსი-ს სტუდენტებისათვის. ვადიმ სააკაძის ხელმძღვანელობით დაცულია 10 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის გამგე, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - 1967 წელს დაიცვა „ნატურალური აბრეშუმის წარმოების მუშათა სასუნთქი ორგანოების პროფესიული ალერგიული დაავადებები“. სადოქტორო დისერტაციის თემა - 1980 წელს დაიცვა „პროფესიული ბრონქული ასთმის პრობლემების კლინიკურ-ჰიგიენური ასპექტები“.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 970 - მედალი „შრომითი მამაცობისთვის“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000. გვ. 245;
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 2, შემდგ.: თ. ყიფიანი, თ. გაჩეჩილაძე, გ. სიმონიშვილი. თბ., 2001. გვ. 194

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]