ვადიმ ბერეზინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვადიმ ბერეზინსკი
დაბ. თარიღი 15 ივლისი 1935
დაბ. ადგილი კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 23 ივნისი1980 (44 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

ვადიმ  ბერეზინსკი (დ. 15 ივლისი, 1935, კიევი —  გ. 23 ივნისი, 1980, მოსკოვი) — საბჭოთა  ფიზიკოს-თეორეტიკოსი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვადიმ  ბერეზინსკი დაიბადა 1935 წლის 15 ივლისს კიევში.

1959 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1963 წელს — ბირთვული კვლევის ეროვნული  უნივერსიტეტის (МІФІ) ასპირანტურა. 1963 წლიდან მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო ტექსტილის ინსტიტუტში, ხოლო  1968 წლიდან — თბოელექტრო აპარატურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

1971 წელს  სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლევ ლანდაუს სახელობის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ორგანზომილებიანი სისტემების დაბალტემპერატურული თვისებები უწყვეტი სიმეტრიის ჯგუფით“.[2][3]

1977 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლევ ლანდაუს სახელობის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში.

სამეცნიერო წვლილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვადიმ ბერეზინსკი მუშაობდა ჰიდროდინამიკის, მყარი სხეულების ფიზიკის, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის და გრავიტაციის დარგში.

უმნიშვნელოვანესია მისი ნაშრომები ორგანზომილებიან სისტემების (თხელი ატომარული ფენები) მაგნეტიზმში და ზედენედ და ზეგამტარ მდგომარეობაში ფაზური გადასვლების  და უწესრიგო ერთგანზომილებიან გამტარებში ლოკალიზაციის თეორიაზე.

მეცნიერმა განსაზღვრა ორგანზომილებიანი სისტემების არაერთი უჩვეულო ფიზიკური თვისება. მან პირველად აჩვენა, რომ დაბალ ტემპერატურაზე თხევადი ჰელიუმის თხელ (რამდენიმე ანგსტრომის რიგის) ფენას აქვს ზეთხევადობის თვისება. განმარტა „განივი სიხისტის“ ზოგადი ბუნება და შემოიღო ხსენებული ტერმინი.  აჩვენა, რომ განივი სიხისტის მქონე სისტემებში კორელაციები ნელა (ეტაპობრივად) მცირდება ტემპერატურასთან ერთად, რაც განსაზღვრავს ახალი დაბალი ტემპერატურის ფაზის —  ბერეზინსკის ფაზის ფუნდამენტურ თვისებებს.[4][5]

ვადიმ ბერეზინსკიმ წამოაყენა მნიშვნელოვანი იდეები ტოპოლოგიური დეფექტების შესახებ, რომლებმაც მიიღეს არაერთი საინტერესო გამოყენება როგორც კონდესირებული გარემოს ფიზიკაში, ასევე ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში  შეიმუშავა უჩვეულოდ რთული მათემატიკური აპარატი, რომლის დახმარებით  დაამტკიცა, რომ სივრცის სხვადასხვა წერტილში ტალღის ფუნქციების კორელატორი ექსპონენტურად მცირდება მანძილთან ერთად და მიიღო ასიმპტოტური ფორმულები გამტარობის სიხშირეზე დამოკიდებულებისთვის. მეცნიერმა  დაამტკიცა, რომ სტატიკური გამტარობა ერთნაირად ნულდება დეფექტებისთვის. ამრიგად, ერთგანზომილებიანი გამტარის დარჩენილი წინააღმდეგობა უდრის უსასრულობას, ხოლო გამტარობის ტემპერატურულ დამოკიდებულებას აქვს ნახევარგამტარული ხასიათი.[6]

მისი ნაშრომი საფუძვლად დაედო  ბერეზინსკი-კოსტერლიცი-ტაულესის (BKT) მატერიის ტოპოლოგიური ფაზების და ტოპოლოგიური ფაზური გადასვლების აღმოჩენას, რისთვისაც თეორიული კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში მომუშავე მეცნიერებს  ჯონ მაიკლ კოსტერლიცს  და დევიდ ტაულესს  2016 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ.[7]

როგორც ნობელის კომიტეტში მეცნიერების შესახებ აღნიშნეს: "მათ ტოპოლოგიური ფაზური გადასვლის შესახებ მეცნიერების განვითარებაში და ე.წ. "უცნაური მატერიის" კვლევაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს და დღემდე უცნობი სამყაროს კარი შეაღეს, სადაც მატერია სხვადასხვა უცნაური ფორმით არსებობს."

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vadim L'vovich Berezinskii (Obituary) // Soviet Physics Uspekhi — 1981. — Т. 24, вып. 3. — С. 249.
  2. Юлий Менцин. «Отрицательные» рыбы Поля Дирака. Независимая газета (24 сентября 2019).(რუს.)
  3. Березинский, В. Л. — Низкотемпературные свойства двумерных систем с непрерывной группой симметрии, Автореферат диссертации на соискание учёной степени кандидата физико-математических наук, М.: Институт теоретической физики им. Л. Д. Ландау, 1971, 15 с., сайт РГЛ. (რუს.)
  4. V. L. Berezinskii, Destruction of long-range order in one-dimensional and two-dimensional systems possessing a continuous symmetry group II, Quantum systems, Sov. Phys. JETP 34, 610 (1972).
  5. V. L. Berezinskii, New model of the anisotropic phase of superfluid He³, JETP Lett. 20, 287 (1974)
  6. Памяти Вадима Львовича Березинского, «Успехи физических наук», том 133, вып.3, 03.1981.(რუს.)
  7. Сдвиг по фазе. Советский физик не дожил до вручения Нобелевской премии, Lenta.ru, 04.10.2016. (რუს.)