ვაგიფ ჯავადოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვაგიფ ჯავადოვი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვაგიფ ფუზული ოღლუ ჯავადოვი
დაბადების
თარიღი
25 მაისი, 1989 (1989-05-25) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
ბაქო, აზერბაიჯანი
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
ფორვარი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ცსკა მოსკოვი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007 - 2010 ყარაბაღი
2010 - 2011 ტვენტე
2010 - 2011  ბაქო
2011 - 2012 ვოლგა
2012 - 2013 ყარაბაღი
2013 - 2014 კეშლა
2014 - 2015 გაზიანტეპი
2015 ბოლუსპორი
2015 ხაზარ-ლენქორანი
2015 გაბალა
2016 სიმგაიტი
2017 შუველიანი
2018 კეშლა
ეროვნული ნაკრები
2006 - აზერბაიჯანი 57 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვაგიფ ჯავადოვი (აზერ. Vaqif Cavadov; დ. 25 მაისი, 1989, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. პოზიციით ფორვარი. ამჟამად იგი თამაშობს აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

ჯავადოვმა ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დაიწყო და ჩაირიცხა ეერთ-ერთ ადგილობრივი კლუბის სკოლაში, რომელსაც ვაგიფ პაშაევი მეთაურობდა. 11 წლის ასაკში, იგი შეუერთდა ცსკა-ს ახალგაზრდულ სისტემას და კლუბში თამაში სთრაიკერის პოზიციაზე დაიწყო. 2007 წელს მან დატოვა ცსკა და ყარაბაღს შეუერთდა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალ კლუბში (ყარაბაღში) შესვლის შემდეგ, გურბან გურბანოვის მეთვალყურეობის ქვეშ ვაგიფ ჯავადოვის თამაშმა დიდი პროგრესი განიცადა; ამით მან შეძლო კლუბის გულშემატკივართათვის თავი ალევე შეეყვარებინა. მისი წარმატება დაადასტურა კლუბში გატარებულმა ორმა წელმა, რომლის განმავლობაშიც მან კლუბის 100-მდე თამაშში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა მრავალი გოლი. მან აგრეთვე ითამაშა ევროპალიგის ეგიდით გამართულ ორ მატჩში, 2010 წელს როსენბორგისა და ტვენტეს წინააღმდეგ.

2009 წლის 26 დეკემბერს ჯავადოვმა ოთხწლიანი კონტრაქტი (მისი ღირებულება გაურკვეველია) გააფორმა კლუბ ტვენტესთან.[1][2][3][4] თუმცა, მან კლუბში დებიუტი, მძიმე ტრამვების გამო, პირველი 8 თვის გამვალობაში ვერ მოახერხა.[5][6]

2010 წლის 30 აგვისტოს ტვენტე ვაგიფ ჯავადოვის 1 წლით კლუბ ბაქოში განათხოვრებას დასთანხმდა.

2011 წლის 29 ივნისს იგი კლუბ ვოლგას შეუერთდა. რუსულ კლუბში 11 გოლის გატანის შემდეგ, 2012 წლის იანვარში ჯავადოვმა კლუბი ხელფასთან შექმნილი პრობლემების გამო თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 2012 წლის 17 იანვარს კონტრაქტი ყოფილ კლუბ ყარაბაღთან გააფორმა.

2013 წლის ივნისში იგი კლუბ ინტერ ბაქოს შუერთდა.[7] გუნდში ერთი წლის გატარების შემდეგ, მან თურქეთის პირველი ლიგის კლუბ გაზიანტეპისთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[8] თუმცა მან კლუბი 2015 წლის იანვარში დატოვა და იგივე ლიგის კლუბ ბოლუსპორს შეუერთდა.[9]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაგიფ ჯავადოვის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2006 წლის 18 მაისს, მოლდოვას წინააღმდეგ გამართულ მეგობრულ შეხვედრაში. პირველი გოლი გაიტანა 2007 წლის 11 მარტს, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მეგობრულ თამაშში. აზერბაიჯანის ნაკრების მაისურით მას ჩატარებული აქვს 57 თამაში და გატანილი აქვს 9 გოლი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაგიფ ჯავადოვი არის 1980-იანი წლების ცნობილი აზერბაიჯანელი ფეხბურთელის, ისგანდარ ჯავადოვის ძმისშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FC Twente bereikt akkoord met FC Qarabagh over Javadov (ნიდერლანდური)
  2. Вагиф Джавадов перешел в «Твенте» Archived 1 March 2012 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  3. Jonge aanvaller Javadov komt naar FC Twente (ნიდერლანდური)
  4. Twente Closing In On Qarabag Forward Vagif Javadov – Report
  5. "Bakı" Vaqif Cavadovu transfer etmək istəyir az. Qol.az. წაკითხვის თარიღი: 7 August 2010.
  6. Ibrahimov, Erkin. Dzhavadov ready to take big step up. uefa.com. წაკითხვის თარიღი: 7 August 2010.
  7. "Inter" has a double Russian cempionunu. fanat.az. წაკითხვის თარიღი: 30 June 2013.
  8. Vaqif Cavadov Türkiyə klubunda Azerbaijani. Azadliq. წაკითხვის თარიღი: 30 June 2014.
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. Azerifootball (22 January 2015). წაკითხვის თარიღი: 23 January 2015.