ვაგიფ მუსტაფა-ზადეს სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მემორიალური დაფა

ვაგიფ მუსტაფა-ზადეს სახლ-მუზეუმი (აზერბ.Vaqif Mustafazadənin ev-muzeyi) — აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძველ უბანში იჩერი-შეჰერის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანელი საბჭოთა ჯაზის კომპოზიტორის და პიანისტის, აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტის და აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის სახლ-მუზეუმია, რომელიც მისივე სახელობის ქუჩაზე (ვაგიფ მუსტაფა-ზადეს ქუჩა) მდებარეობს. მან პირველმა გამოიყენა აზერბაიჯანული კოლორიტი, მუღამი და სწორედ მას შემდგომ გახდა აზერბაიჯანული ჯაზის ფუძემდებელი. გამორჩეული იყო თავისი ვირტუოზული შესრულებით, რომლითაც ხიბლავდა მსმენელს.

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ინტერიერი

ვაგიფ მუსტაფა-ზადეს მუზეუმი ეძღვნება გამოჩენილი აზერბაიჯანელი საბჭოთა ჯაზ კომპოზიტორის და ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებლის ვაგიფ მუსტაფა-ზადეს (1940-1979 წლები) ცხოვრებასა და შემოქმედებას.

მუზეუმის სამ ოთახში დაახლოებით 1214 ნივთია განთავსებული. მათ შორის: მუსიკოსის ფოტოსურათები, პლაკატები, ჩანაწერები და პირადი ნივთები. ყველაზე ცნობილი ექსპონატი კი არის ჯაზ კომპოზიტორისა და პიანისტის პორტრეტი, რომელიც დახატა ცნობილმა რუსმა მხატვარმა, რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრმა (2012 წელი), რუსეთის ფედერაციის დამსახურებულმა არტისტმა (2013 წელს), დაღესტნის რესპუბლიკის სახალხო არტისტმა (2017 წელს), ულიანოვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკას საფრონოვმა. [1].

მუზეუმს საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ჰყავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული მუზეუმი დაარსდა 1989 წლის 28 ივლისს პოლად ბულ-ბულ ოღლუს ინიციატივით, სახლში სადაც ვაგიფ მუსტაფა-ზადე დედასთან და კიდევ ოჯახის სამ წევრთან ერთად ცხოვრობდა. დაცარიელებული ბინის ნახევარი მუზეუმს გადაეცა, ხოლო მეორე ნახევარში მუსიკოსის დედა სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

1994 წელს მუზეუმმა მიიღო აზერბაიჯანის მუსიკალური კულტურის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალის სტატუსი.

ვაგიფ მუსტაფა-ზადეს სახლ-მუზეუმის ძირითადი ამოცანები და მიზნებია აზერბაიჯანელი ჯაზის კომპოზიტორთან დაკავშირებული მასალების შეგროვება, შენახვა, შესწავლა და პოპულარიზება.

1989 წლიდან 1997 წლამდე მუზეუმის ხელმძღვანელი იყო მუსიკოსის დედა, ზივარ აგასაფი კიზი ალიევა. 1997 წლიდან მუზეუმის დირექტორი მუსიკოსის აფაგ ალიევის ბიძაშვილი გახდა.

2004 წელს კი ვაგიფ მუსტაფა-ზადეს სახლ-მუზეუმი განახლდა აფაღ ალიევას პირადი სახსრების გამოყენებით. 2005 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მონაწილეობა მიიღო მუზეუმის გახსნის ცერემონიალში განახლების შემდეგ [2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]