ვაგინალური ლუბრიკაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარცხნივ: ვულვა აღგზნებამდე
მარჯვნივ: ვაგინალური ლუბრიკაცია ზოგჯერ ხილული ხდება სქესობრივი აღგზნების შემდეგ

ვაგინალური ლუბრიკაცია — ბუნებრივად წარმოებადი ლორწოვანი სითხე, რომელიც ასველებს ვაგინას. ვაგინალური ლუბრიკაცია ყოველთვის მოქმედია, თუმცა წარმოება მნიშვნელოვნად იზრდება ოვულაციასთან მიახლოებისას და სქესობრივი აღგზნების დროს სექსის მოლოდინში.

ვაგინის სიმშრალე არის მდგომარეობა, როდესაც ეს ლუბრიკაცია არასაკმარისია და ზოგჯერ მის გასაძლიერებლად ხელოვნურ ლუბრიკანტებს იყენებენ. საკმარისი ლუბრიკაციის გარეშე სექსი შეიძლება მტკივნეული იყოს. ვაგინის კედლებში არ არის ჯირკვლები, ამიტომაც ვაგინა ლუბრიკაციის სხვა მეთოდებზეა დამოკიდებული. მიიჩნევა, რომ ლუბრიკაციის მთავარი წყაროა ვაგინის კედლებში არსებული პლაზმა, ვასკულარული გაფართოების გამო. გარდა ამისა, ბართოლინის ჯირკვლები, რომლებიც ინტროიტუსის (ვაგინის შესასვლელის) ოდნავ ქვემოთ, მარცხნივ და მარჯვნივ არის განლაგებული, ასევე გამოყოფს ლორწოს ვაგინალური კედლის სეკრეციების გასაძლიერებლად. ოვულაციასთან მიახლოებისას საშვილოსნოს ყელის ლორწო ვაგინას დამატებითი ლუბრიკაციით უზრუნველყოფს.

არასაკმარისმა ლუბრიკაციამ, ანუ ვაგინის სიმშრალემ, შეიძლება გამოიწვიოს დისპარევნია, რაც სქესობრივი დარღვევის ერთ-ერთი ფორმაა. მართალია, ვაგინის სიმშრალე სქესობრივი აღგზნების აშლილობის სიმპტომად მიიჩნევა, მაგრამ ის ასევე შეიძლება არასაკმარისი აღგზნებისა და სტიმულაციის ან მენოპაუზით, ორსულობითა და ძუძუთი კვებით გამოწვეული ჰორმონალური ცვლილებების შედეგი იყოს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]