ეჰანისებრნი
იერსახე
| ეჰანისებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Remora remora | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Echeneidae (Rafinesque, 1810) | ||||||||||||
| ||||||||||||
ეჰანისებრნი (ლათ. Echeneidae) — ზღვის თევზების ოჯახი სტავრიდისნაირთა რიგისა.[1] აქვთ თითისტარისებრი სხეული, თავზე — მისაწოვარი, რომელიც სახეცვლილ ზურგის პირველ ფარფლს წარმოადგენს. გავრცელებული არიან ყველა თბილ ზღვაში. ცნობილია 10 სახეობა, რომელთაგან ყველაზე საყურადღებოა ჩვეულებრივი ეჰანი (Echenis naucrates), რომლის სხეულის სიგრძე 90 სმ აღწევს. ეჰანი მისაწოვრით მუცელზე ემაგრება ზვიგენს, ზღვის ვეშაპს. გემის ძირს და ამგვარად დიდ მანძილს გადის. გზადაგზა შოულობს საკვებს. ზოგან მოსახლეობა ეჰამის ხორცს საკვებად იყენებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 260.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Family Echeneidae - Remoras. FishBase. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2025