შინაარსზე გადასვლა

ეძიეთ ქალი (1982 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ეძიეთ ქალი“ (რუს. Ищите женщину) — 1982 წლის საბჭოთა დეტექტიური, კომედიური სატელევიზიო ფილმი, რომლის რეჟისორია ალა სურიკოვა. ფილმი გადაღებულია ბრიტანელი დრამატურგის - ჯეკ პოპლუელის პიესის „მისის პფაიფერი აწარმოებს ძიებას“ ფრანგული ადაპტაციის მიხედვით.

სსრ კავშირში ფილმის საპრემიერო ჩვენება 1983 წლის 1 იანვარს გაიმართა ცენტრალური ტელევიზიით. შემდეგში კი არაერთხელ მოხდა განმეორებითი ჩვენება.

1982 წლის პარიზი. მეტრი როშეს სანოტარო კანტორაში საახალწლო სამზადისია. ამ დროს თავად მეტრი როშე შემოდის ოფისში და თავის კაბინეტში შესვლისას ისეთ რაიმეს აღმოაჩენს, რომ სასწრაფოდ უხეშად გაუშვებს თანამშრომლებს სახლებში. მეტრის მდივანი, ალისა პოსტიკი, არ ჩქარობს წასვლას, რადგან იმავე შენობაში ცხოვრობს, სადაც სანოტარო კანტორაა. ფეხის ხმის გაგონებაზე მიბრუნებული ალისა დაინახავს მეტრი როშე როგორ გამოდის კაბინეტიდან ბარბაცით და მაგიდაზე ეცემა, თანაც ზურგში დანა აქვს ჩაცემული. ალისა უგონოდ დაეცემა. გონზე მოსვლის შემდეგ პოლიციას გამოიძახებს. გამოძახებაზე მოსულ ინსპექტორ გრანდენს და მის თანაშემწეს ალისა თავისი გაუთვალისწინებელი ქმედებებით ეხმარება მკვლელობის გახსნაში.

  • სოფიკო ჭიაურელი — ალისა („ლილი“) პოსტიკი, სანოტარო კანტორის მდივანი
  • ლეონიდ კურავლიოვი — ანრი („რირი“) გრანდენი, კრიმინალური პოლიციის ინსპექტორი
  • სერგეი იურსკი — მეტრი როშე, ნოტარიუსი, სანოტარო კანტორის მფლობელი
  • ელენა სოლოვეი — კლარა როშე, მეტრ როშეს მეუღლე
  • ალექსანდრე აბდულოვი — რობერ დე შარანსი, სანოტარო კანტორის კლერკი
  • ლეონიდ იარმოლნიკი — მაქსიმენი, პოლიციელი, ინსპექტორ გრანდენის თანაშემწე
  • ვლადიმერ ბასოვი — ჟაკ-პიერ ანტუანი, სანოტარო კანტორის კლიენტი
  • ლუდმილა დმიტრიევა — სიუზანა ბრისარი, მეტრ როშეს პირადი მდივანი
  • ელენა უკრაშჩიონოკი — ვირჯინია რენუარი, სანოტარო კანტორის მბეჭდავი
  • ნინა ტერ-ოსიპიანი — მადამ ტაშარი, სანოტარო კანტორის კლიენტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]