ეშმაკი (ჯავიდის პიესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიესის პოსტერი, 1922 წლის 26 მაისი

ეშმაკი (აზერ. İblis / ابلیس) — აზერბაიჯანელი პოეტისა და დრამატურგის, ჰუსეინ ჯავიდის 1918 წლის ოთხმოქმედებიანი ტრაგედია. პიესაში ავტორის იდეოლოგიური კრედოა გამომჟღავნებული. პოემაში აღწერილი იმპერიალისტური ომების ფონზე დრამატურგი ადამიანური ბედნიერების პრობლემების შესახებ საუბრობს.[1][2]

თავდაპირველად პიესა აბას მირზა შარიფზადეჰმა დადგა, 1920 წელს. 1920-იანი წლების დასაწყისში პიესას დიდი წარმატება ხვდაწილად. Iblis პირველი აზერბაიჯანული პიესაა, რომელიც სცენაზე დაიდა. აღსანიშნავია, რომ პიესა არა მხოლოდ კომპლექსური ფილოსოფიური პერსონაჟით, არამედ რომანტიკული სტილითაცაა გამორჩეული.[3]

პიესა პირველადდ 1924 წელს გამოქვეყნდა.[4] შემდეგ ხელახლა დაიბეჭდა 1927, 1959, 1969, 1982, 2001 და 2005.[4] 2001[5] [6] საბჭოთა პატარა ენციკლოპედიაში (1931) ნაშრომი პოემადაა მოხსენიებული. „ეშმაკი“ ჰუსეინ ჯავიდის ერთ-ერთ საუკეთესო პიესადაა მიჩნეული.[1]

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქაზიმ ზია არიფის როლში, დამდგმელი რეჟისორი — აბას მირზა შარიფზადე, 1922
  • იბლისი
  • ანგელოზი
  • მოხუცი შეიხი — მარტოხელა ჭაღარათმიანი მოხუცი
  • ხავერი — მოხუცი შეიხის ქალიშვილი
  • არიფი — მოკრძალებულად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი
  • ვასიფი — თურქი ოფიცერი (არიფის უმცროსი ძმა)
  • ახალგაზრდა ოფიცერი — ვასიფის ამხანაგი
  • რენა — ლამაზი მედდა (თურქი გოგონა)
  • იბნ ემინი — 45 წლის არაბი ოფიცერი
  • რუსული არმიის დაჭრილი ოფიცერი — ახალგაზრდა კაცი
  • ზანგი — იბნ ემინის პირადი მცველი
  • რენას ბაბუის მოჩვენება
  • ელხანი — ოფიცერი (დეზერტირი)
  • ოფიცრები, მეომრები, მოცეკვავეები, ძლიერი კაცები, მოჩვენებები, მუსიკოსები და სხვ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუსეინ ჯავიდი - პიესის ავტორი

პიესაში მოქმედებები პირველი მსოფლიო ომის ფონზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. პიესის მთავარი გმირი არიფია, ძალიან ჰუმანური და რომანტიკული ახალგაზრდა კაცი. იბლისის სახით ჯავიდმა ის ადამიანები დაახასიათა, რომლებიც მზად არიან, ფულის გულისთვის ეშმაკს სულს მიჰყიდონ. ავტორის აზრით, ამ ადამიანთა სულები არ არის თავისუფალი. ჯავიდის აზრით, იმ ადამიანების სულებს, რომელთათვისაც მატერიალური კეთილდღეობა მთავარი სტიმულია, ეშმაკი მართავს.

არიფი აკვირდებოდა საოკუპაციო ომებს, ადამიანების ძალადობას, კრიმინალსა და ღალატს, მაგრამ ღმერთის სწამდა. მაგრა საბოლოოდ არიფი ეშმაკს ემორჩილება, საკუთარ ცოლსა და ძმას კლავს, ოქროზე დახარბებულ მდიდარ კაცად იქცევა. არიფი, რომელიც დიდებული იდეებით ცხოვრობდა, არაფრით აღემატება უბრალო ადამიანებს.

დადგმის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის 21 დეკემბერს პიესა აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა აბას მირზა შარიფზადეს მიერ.. „ეშმაკი“ პირველ აზერბაიჯანულ სალექსო დრამად მიიჩნევა, რომელიც სცენა დაიდგა. პიესის სცენაზე დადგმა აზერბაიჯანის თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენადაა აღიარებული. იმ დროისთვის ფერადი რომანტიკული სპექტაკლის დასადგამად უკვე გამოიყენებოდა ყველა საჭირო მოწყობილობა და ინვერტარი. მცირე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ომის, ცეცხლის სცენების, ეპერსონაჟთა ეეფექტური გაუჩინარებისა და გამოჩენის საინტერესო იმიტაციას ახდენდნენ. პიესის დასკვნით აქტში ზეიმის სცენაც საინტერესო იყო. თამაშის დროს ხშირად იყენებდნენ ბალეტს.[3]

აბას მირზა შარიფზადე — დამდგმელი რეჟისორი და ეშმაკის როლის პირველი შემსრულებელი

ეშმაკის როლს აბას მირზა შარიფზადე თამაშობდა. კრიტიკოსთა შეფაებით, შარიფზადეს მიერ ნათამაშები პერსონაჟი საერთოდ არ შეესაბამებოდა ევროპულ მეფისტოფელებს. მიიჩნევა, რომ შარიფზადეს მიერ შექმნილი სასტიკი, მრისხანე, შურისმაძიებელი, შიშის მთესველი ეშმაკის სახე პათეტიკური და ირონიული იყო. 1920 წლის დეკემბერში პიესა ტაშკენტშიც დაიდგა.[3] [7]


პიესა აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ერთი წლის შემდეგ, 1921 წელს დაიდგა. შემდეგში პიესა დადგეს თეატრის ისეთმა რეჟისორებმა, როგორებიც ალექსანდრე ივანოვი (1922) და ალექსანდრე ტუგანოვი (1926) იყვნენ. თეატრის ექსპერტ ილჰამ რაჰიმლის შენიშვნით, ამ დადგმებსაც ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

პიესა ითარგმნა უზბეკურ ენაზე და 1923 წელს ამ ენაზეც დაიდგა, რაც ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზას მეოხებით მოხერხდა. პიესამ დიდი გავლენა იქონია უზბეკეთსა და შუა აზიაში თეატრის განვითარებაზე.[8] ავტორის სიცოცხლეში პიესა უკანასკნელად 1925 წელს დაიდგა.

1983 წელს ჰუსეინ ჯავიდის დაბადებიდან 100 წლისთავისათვის აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მიერ მომზადებულ რეპერტუარში „იბლისიც“ შევიდა. თეატრის მსახიობთა საბჭომ პიესის დადგმა მეჰდი მამადოვს მიანდო. მამადოვის მიერ დადგმულ პიესში ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური სიღღმე გამოიკვეთა. სპექტაკლი „მონუმენტალიზმისა და მოდერნიზმის სტილის სინთეზს“ წარმოადგენდა.

პიესის ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპექტაკლის პოსტერი, 26 მაისი, 1922

მიჩნეულია, რომ ჯავიდმა პიესა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ტრაგედიის (ფაუსტი) გავლენით დაწერა,[9][10] თუმცა ლიტერატურის კრიტიკოსი, ალი ნაზიმი ჯავიდის პიესას „ფაუსტის იმიტაციას“ უწოდებს. პიესის გამოქვეყნების შემდეგ მას ხშირად პუშკინს ადარებდნენ. ბექირ ჩობან-ზადემ ალი იზამის საპასუხოდ, აღნიშნა, რომ ჰუსეინ ჯავიდი „მთელს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი უიშვიათესი ტალანტი“ იყო.[11]

მიჩნეულია, რომ დრამაში იმპერიალიზმის არაადამიანური ბუნება პირდაპირაა გაკრიტიკებული. ადამიანური იდეები ავტორმა იბლისის სახით გამოხატა, ეშმაკისა, რომელიც ადამიანთა ღალატსა და დანაშაულებებს ამზეურებს. ნაშრომში ჯავიდი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ „ადამიანთა ყველა უბედურების წყარო ეშმაკია“. პოეტი ამბობს, რომ ყოველი წარუმატებლობა ადამიანის თვითინტერესიდან და მომხვეჭელობიდან გამომდინარეობს.[2] პოეტისა და პუბლიცისტის, მიკაილ რზაგულუზადეს აზრით, ჯავიდმა პრობლემის წარმოჩენა აბსტრაქტულად, არასოციალურ ფონზე, იმპერიალისტური ომებისა და სისხლისმღვრელი ბრძოლების კონკრეტული ისტორიული შემთხვევების გარეშე სცადა. აღსანიშნავია, რომ პანთურქისტული შეხედულებების გამო, პიესაში შეცდომებიცაა დაშვებული. ავტორის დაკავებამდეც აღნიშნეს, რომ პიესაში რაციონალიზმის, სუბიექტივიზმის, სოციალური იდეალიზმისა და მისტიციზმის თავისებური კომბინაცია იყო წარმოჩენილი.[12] ჰამიდ არასილი შენიშნავს, რომ ჯავიდის ენაზე, გამომსახველობით მეთოდებსა და ტექნიკაზე თურქი პოეტის, თევფიქ ფიქრეთის გავლენა იგრძნობა.[13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Малая советская энциклопедия (1931). Джавид. Советская энциклопедия, გვ. 842. 
  2. 2.0 2.1 Мамед Ариф (1971). История азербайджанской литературы. Баку: Элм, გვ. 216. 
  3. 3.0 3.1 3.2 Под ред. А. Анастасьева. Редакционная коллегия: А. Анастасьев, Б. Гиззат, Г. Гоян, Д. Джанелидзе, Д. Джафаров, А. Зарян, М. Иосипенко, О. Кайдалова, Ю. Калашников, К. Кундзинь, Б. Нефед, Н. Нурджанов, Е. Полякова, К. Рудницкий, А. Рыбник, М. Строева. Отв. редактор тома К. Рудницкий (1966). История советского драматического театра. М.: Наука, გვ. 281. 
  4. 4.0 4.1 Составитель Tуран Джавид, под ред. проф. Акрама Джафара (1982). Һүсејн Ҹавид. Әсәрләри. Баку: Язычы, გვ. 394. 
  5. Topal Teymur. İblis. Əsərlər (2001). Hüseyn Cavid.. Баку: Atilla, გვ. 162. 
  6. Əsərləri (2005). Hüseyn Cavid.. Баку: Lider, გვ. 304. 
  7. Под ред. А. Анастасьева. Редакционная коллегия: А. Анастасьев, Б. Гиззат, Г. Гоян, Д. Джанелидзе, Д. Джафаров, А. Зарян, М. Иосипенко, О. Кайдалова, Ю. Калашников, К. Кундзинь, Б. Нефед, Н. Нурджанов, Е. Полякова, К. Рудницкий, А. Рыбник, М. Строева. Отв. редактор тома К. Рудницкий (1966). История советского драматического театра. М.: Наука, გვ. 93. 
  8. С. Алиев (1975). Литературные связы и узбекская драматургия: первая треть XX века. Ташкент: Фан, გვ. 153. 
  9. Назим А. (1929). Азербайджанская литература. «Печать и революция»: Kraus Reprint, გვ. 104. 
  10. Под ред. А. Н. Болдырева, А П. Векилова. Примечания А П. Векилова (1962). Поэты Азербайджана. Библиотека поэта. Большая серия.: Советский писатель, გვ. 421. 
  11. А. Назим (2009). Джавид, Гусейн. Большая биографическая энциклопедия. 
  12. Под ред. П. И. Лебедева-Полянского (1930). Джавид. Литературная энциклопедия: Издательство Коммунистической академии, გვ. 233. 
  13. Г. Араслы (1971). Тевфик Фикрет и азербайджанская литература. Actes du Premier congrès international des études balkaniques et sud-est europeennes: Littérature, ethnographie, folklore: Академия наук Болгарии, გვ. 302.