ეშმაკი ჯერსიდან (საიდუმლო მასალები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეშმაკი ჯერსიდან
საიდუმლო მასალები -ს ეპიზოდი
The Jersey Devil.jpg
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 5
სცენარი კრის კარტერი
რეჟისორი ჯო ნაპოლიტატნო
მოწვეული მსახიობები გრეგორი სიერა,
კლერ სტენსფილდი
მუსიკა მარკ სნოუ
კოდი 01-105
ეთერი ოქტომბერი 8, 1993 (1993-10-08)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„მილსადენი“ „ჩრდილები“

ეშმაკი ჯერსიდან (The Jersey Devil) — ამერიკული ზებუნებრივი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ საიდუმლო მასალების პირველი სეზონის მეხუთე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 1993 წლის 8 ოქტომბერს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წელს ადამიანს ვიღაც ესხმის იმ დროს, როდესაც ის მანქანას არგებს ახალ საბურავს. მოგვიანებით მისი გვამი ნაპოვნია, მთლიანად გადაჭმული, მაგრამ იქვე ახლოს ნაპოვნია ბეწვიანი ადამიანი.

ჩვენი დრო, ვაშინგტონი. სკალი მალდერს ამცნობს მსგავსი მკვლელობის შესახებ, რომელიც ნიუ ჯერსიში მოხდა.ატლანტიკ სიტის მორგში დეტექტივი ტომპსონი იმყოფება, რომელიც აგენტებს უარს ეუბნება გამოძიებაში თანამშრომლობაზე. სკალი ბრუნდება ვაშინგტონში, ნათლულის დაბადების დღეზე, ხოლო მალდერი რჩება ატლანტიკში. წვეულებაზე სკალი გაიცნობს რობს, განქორწინებულ მამაკაცს. ამასობაში მალდერი უსახლკარო მამაკაცს უცვლის თავის ნომერს სასტუმროში და თავად იძინებს მის ადგილზე, პარკში. ის ხედავს უცნაურ არსებას, მაგრამ დაჭერილია პოლიციის მიერ.

მეორე დილით მალდერი განთავისუფლებულია. ადგილობრივი პიროვნება უკავშირდება მას, ველური მამაკაცის გვამის ნახვის შემდეგ. მალდერი დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი (ან ვინმე სხვა) მიემართება ატლანტიკში, რათა მოიძიოს საკვები. აგენტები ეძებენ მას. ტრანკვილიზატორის ნასროლი დოზის მიუხედავად, ის გარბის. სპეცდანიშნულების რაზმი მას ტყეში კლავს - ეს ქალი აღმოჩნდება.

გვამის გაკვეთის შედეგად აღმოჩნდება, რომ ძვლების სტრუქტურა არ არის ძველი, წინაისტორიული ტიპის. მალდერი მიდის, რათა გაესაუბროს ეთნობიოლოგს, ხოლო სკალი მეორედ ხვდება რობს. ამასობაში ტყეში იმალება ბავშვი - როგორც ეტყობა, მოკლულთა შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]