ეშლი სიმფსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეშლი სიმპსონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეშლი სიმფსონი, 2008 წ.

ეშლი ნიკოლ სიმფსონი (Ashlee Nicole Simpson) (*3 ოქტომბერი, 1984) ამერიკელი პოპ-როკ მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობია. ის ცნობილი პოპ მოღერლის ჯესიკა სიმფსონის უმცროსი დაა. სიმფსონმა პოპულარობა 2004 წელს მოიპოვა, როდესაც სადებიუტო ალბომი Autobiography გამოუშვა და ამავდროულად რეალითი სერიებში The Ashlee Simpson Show მიიღო მონაწილეობა. მან დიდ კრიტიკა დაიმსახურა, როდესაც წინასწარ ჩაწერილი ფონოგრამით გამოვიდა Saturday Night Live-ში 2004 წლის ოქტომბერში. თუმცა ამის შემდეგ მან ამერიკაში საკონცერტო ტურნე გამართა და მეორე ალბომი I Am Me გამოუშვა გვიან 2005-ში.