ექსტრასენსთა ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ექსტრასენსთა ბრძოლა
წამყვანი გიორგი მეგრელიშვილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
ეთერი
ორიგინალური არხი იმედი
ჩვენების ფორმატი 4:3
პირველად ეთერში 10 ივნისი, 2010
საიტი

„ექსტრასენსთა ბრძოლა“ — რეალითი შოუ, რომელიც გადიოდა ტელეკომპანია იმედის ეთერში 2010 წლის 1 ივნისიდან. გადაცემის წამყვანი იყო მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი. შოუს მთავარი მიზანი იყო ექსტრასენსებისთვის გამოცდების მოწყობა. ყოველ კვირას თამაშიდან გადიოდა თითო მოთამაშე.

ანალოგიური გადაცემა არსებობს აშშ-ში («America’s Psychic Challenge»), რუსეთში (Битва экстрасенсов), ისრაელში («ქოახ» — ძალა), ბულგარეთში («Ясновидящие» — ნათელმხილველები), აზერბაიჯანში («Ekstra Xiss»), უკრაინასა («Битва Екстрасенсiв») და ყაზახეთში.