ექსპო-67

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაბიტატ 67, გამოფენის დროს აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი

ექსპო-67 — მსოფლიო ექსპოზიცია, რომელიც 1967 წელს ჩატარდა მონრეალში, კანადა, კანადის კონფედერაციის 100 წლისთავზე. ექსპოზიცია ყველაზე წარმატებული მსოფლიო გამოფენა გახდა XX საუკუნეში, 50 მილიონზე მეტი დამთვალიერებელით 62 მონაწილე ქვეყნიდან. მან ასევე რეკორდი დაამყარა ერთ დღეში მოსული მნახველებით — გამოფენის გახსნიდან მესამე დღეს აქ 569 ათასი დამთვალიერებელი მოვიდა.

1967 წლის ექსპოზიციის ჩატარება თავდაპირველად საბჭოთა კავშირში იყო გამიზნული ოქტომბრის რევოლუციის 50 წლის თავზე, თუმცა რაღაც მოსაზრებების გამო საბჭოთა კავშირმა ღონისძიება გააუქმა, რის გამოც საორგანიზაციო კომიტეტმა მასპინძლად კანადა აირჩია.

გამოფენას მრავალი გამოჩენილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი, პრინცესა გრეის კელი, რობერტ კენედი და ჟაკლინ კენედი, საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი, ბინგ გროსბი და მარლენ დიტრიხი.

გამოფენის ძირითადი ღირსშესანიშნაოებები იყო საბჭოთა და ამერიკული პავილიონები. გამოფენას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საბჭოთა პრესამ და ტელევიზიამ. ექსპოზიციის დასრულების შემდეგ საბჭოთა პავილიონი თავიდან ააწყვეს და გამოფინეს ვედეენხას ტერიტორიაზე, ამერიკული პავილიონი 1970-იან წლებში ხანძარმა იმსხვერპლა, თუმცა ის მოგვიანებით აღადგინეს. საბჭოთა პავილიონი ასევე ყველაზე მეტ დამთვალიერებელს იზიდავდა (სულ 12 მილიონი).

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]