ექსპოჯორჯია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ესპოჯორჯია (EXPO GEORGIA) — სააქციო საზოგადოება, გამოფენების ცენტრი. შეიქმნა 1993 წლის 5 ნოემბერს საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკურ და კომერციული გამოფენების ცენტრის ბაზაზე.

თავდაპირველად თბილისში 1957 წელს დაარსდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის საბჭოს მუდმივმოქმედი სამრეწველო გამოფენა, რომლის საფუძველზეც 1960 წელს გაიხსნა საქართველოს სსრ სახელობის მეურნეობის მიღწევათა გამოფენა, ხოლო 1991-იდან ეწეოდა საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური და კომერვიული გამოფენების ცენტრი. მისი ფართობია 15,3 ჰა; საგამოფენო გადახურული ფართი - 7400 მ, საგამოფენო ღია ფართი - 1,5 ჰა; საპარკო ზონა - 3,2 ჰა; სუბტროპიკული კულტურების ორანჟერეა - 930 მ, ორი დეკორატიული აუზი თავისი შადრევნებით - 2 368 მ. აქვე განლაგებულია და მოქმედებს თერთმეტი თანამედროვე საგამოფენო პავილიონი, საერთ ფართობით 7 410 მ, რომლებიც აღჭურვილია ელექტრომომარაგებით, წყალსადენით, სატელეფონო აპარატურით და სხვ. აქვს საკონფერენციო დარბაზი თანამედროვე სინქრონული თარგმანის აპარატურით; საბაჟო ტერმინალი; ავტოსადგომი მსუბუქი ავტომანქანებისა და რაილერებისათვის; აგრეთვე ეროვნული და ევროპული სამზარეულოს რესტორანი; ღია საკონცერტო მოედანი და სხვ.

ექსპოჯორჯიას საქმიანობის მიზანია საქართველოს და საზღვარგარეღის სახელმწიფოთა ორგანიზაციებს შორის ეკონოიკური, მეცნიერულ-ტექნიკური სავაჭრო კავშირებისა და ურთერთთანამშრომლობის განვითარება. იმართება საქართველოსა და საერთაშორისო გამოფენები, გამოფენა-პრეზენტაციები, ბაზრობები, აუქციონები, ვაჭრობები, კონგრესები, სიპოზიუმები, სამეცნიერო კონფერენციები, კულტურისა და ფოლკლორის ფესტივალები, ვერნისაჟები და სხვა ოფიციალური ღონისძიებები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ის საქმიანობაში შედის აგრეთვე საგამოფენო ინტერიერების, ოფისებისა და სავაჭრო დარბაზების დაპროექტება, აღჭურვა და დიზაინი, სარეკლამო-საინფორმაციო ღონისძიებების შემუშავება და გატარება, საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის ახლებური ფორმები განვითარება და სხვა. 1960 წლიდან საგამოფენო პავილიონებში ჩატარდა ასზე მეტი საერთაშორისო და ეროვნული სხვადასხვა თემატიკური და დარგობრივი გმოფენა, გამოფენა-გაყიდვა, გამოფენა-პრეზენტაცია, კონგრესი და კონფერენცია. 1960-2001 წლებში საქართველოს ექსპოზიციები მოეწყო ესპანეთში, ინდოეთში, ირანში, უზბეკეთსა და ყაზახეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]