ექო (ნიმფა)
იერსახე
| ექო (ნიმფა) | |
|---|---|
| მითოლოგია: | ბერძნული მითოლოგია |
| სქესი: | მდედრობითი |
| გავლენის სფერო: | ექო |
| შვილები: | Iambe |
| გამოსახულებები | |
ექო (ძვ. ბერძნ. Ἠχώ — „გამოძახილი“) — ბერძნულ მითოლოგიაში გამოძახილის განსახიერება, ბეოტიელი ნიმფა, ერთი თქმულებით პანის საყვარელი და მისგან იინქსის (ასულ იინგას) მშობელი, ან შეურაცხყოფისათვის იმავე პანის ხელით მოგუდული. ყველაზე უფრო პოპულარულია მითი, რომლის მიხედვითაც ექოს შეუყვარდა მდინარის ღმერთის კეფისის მშვენიერი ვაჟი, ამპარტავანი ჭაბუკი ნარცისი (ნარკისოსი), რომელმაც ახლოს არ გაიკარა. საერთოდ, ნარცისს არც არავინ უყვარდა, საკუთარი თავის გარდა. ჭაბუკისაგან უარყოფილი ფერია დარდისაგან ისე ჩამოდნა, რომ კლდედ იქცა. ხმა დარჩა.
არსებობს ვარიანტი: როცა ზევსი სხვა ქალებთან ატარებდა დროს, ექო ჰერას ართობდა ყბედობით და ყურადღებას უდუნებდა. მოტყუებულმა ქალღმერთმა ქალწული დაამუნჯა და მხოლოდ სხვათა სიტყვის ბოლო შეუძლია გაიმეოროს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983. — გვ. 180.
| ||||||||||||||||||||