ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში (1907)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1907 წელს, არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს — არქეოლოგიური ექსპედიცია ისტორიულ სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით, მოეწყო 1907 წელს. ექსპედიცია მიზნად ისახავდა მოენახულებინათ და გამოეკვლიათ კოლა-ოლთისის ძეგლები და ჩანგლის ეკლესია. ექსპედიციაში შედიოდნენ:

მარშრუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წლის ექსპედიციის მარშრუტი შემდეგნაირი იყო: 1 ივლისს ექსპედიცია თბილისიდან ყარსში გაემგზავრა. ყარსიდან ბუღა-ტოპის უღელტეხილით ნიაკომში გადავიდნენ და პირველი ბინა კოლაში დაიდეს. შემდეგ იყო: დადაშენი, დორთქილისე, სოფელ ოკამის, ტახტოკრანის, ჯიჯორის, თურქაშენის, მუზარეთის, არგინისის, უჩ-ქილისას, კალკოსის ეკლესიები. ექსპედიციის წევრებმა ასევე დაათვალიერეს კალაჯუხის ციხე — ექვთიმეს თქმით — „ერთი საუკეთესო ძეგლი კოლას რაიონისა“.

ოლთისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლთისის მხარის ბეგებმა, ხიმშიაშვილებმა, ექსპედიციას კარგი მასპინძლობა გაუწიეს, ოთხი ძმიდან ერთ-ერთი ექვთიმეს მცველად და დამხმარედაც კი დაყვებოდა. თაყაიშვილმა ხელმეორედ მოინახულა ბანას ტაძარი, რომელიც კიდევ უფრო დანგრეული და დაზიანებული დახვდა. „ასე სამწუხაროა ბედი ჩვენი დიდებული კულტურის ნაშთებისა“ — გულდაწყვეტით ჩაიწერს ბანას შემხედვარე თავის დღიურში.

ექსპედიციამ ნახა და შეისწავლა ბანას პატარა ეკლესია, სოლომონისის ციხე და სოლომონისის მღვიმის ეკლესია. კალკოსის ძველ ტაძარში კი მეცნიერის ყურადღება მეცამეტე საუკუნის ქართულმა სახარებამ მიიზიდა.

ოლთისიდან ისინი გზას ვაჩე-ძორის მიმართულებით განაგრძობენ, გზად ყურადღებას კალმახის ციხე და ვაჩე-ძორის დიდი მონასტერი იპყრობს. ექვთიმე და კალგინი ციხეზე ასვლას ვერ ახერხებენ, მხოლოდ ლიოზენი ადის კლდეზე და ციხეს ფოტოგრაფიულად აფიქსირებს. ვაჩე-ძორის მახლობელ მღვიმეში მონადირის მიერ ნაპოვნი საბუთების შეკვრიდან ექვთიმემ ძვირფასი ცნობები გადმოიწერა ერისთავთ ერისთავის, ზაზა ფანასკერტელის შესახებ.

ტაოსკარი, ფანასკერტი და 6 აგვისტოს ექსპედიცია უკვე ყარსში დაბრუნდა. შემდეგ ჩანგლის ეკლესიის სანახავად გაემგზავრნენ. 18 აგვისტოს ექსპედიციამ თავისი მუშაობა დაასრულა და 20 აგვისტოს უკვე თბილისში დაბრუნდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი 150, „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, თბ., 2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]