ეფრემ ზაქარაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზაქარაია.

ეფრემ ზაქარაია (დ. 16 თებერვალი, 1889, ნაჯახავო — გ. 19 დეკემბერი, 1946) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიეებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პირველი მსოფლიო ომის დროს ექიმად მსახურობდა არმიაში. 1921 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1932 წელს დაინიშნა თბილისის წითელი ჯვრის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. 1935–1941 წლებში განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრას, 1941–1946 წლებში–ამავე ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრას. იმავდროულად, 1938–1941 იყო წლებში თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი. ეფრემ ზაქარაიას ნაშრომები ეხება ტეტანუსის მკურნალობის, ართროპლასტიკის, სწორი ნაწლავისა და მუცლის ღრუს ქირურგიის საკითხებს, ტროფიკული ინერვაციის პრობლემას და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]