ეფთვიმე გენათელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფთვიმე.

ეფთვიმე გენათელი (გვარად ერისთავ-შერვაშიძე;[1] გ. 1822) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი. იყო ჯუმათისა (1736-1776) და გელათის ეპისკოპოსი (1776-1820).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გურიის სამთავროს თავადურ ოჯახში.[1] მსახურობდა დიაკვნად გამოჩინებულის ტაძარში.[2] 1736 წელს გახდა ჯუმათის ეპისკოპოსი მისი ბიძის, მაქსიმე III შარვაშიძის შემდეგ. შემდგომ მიიღო გენათელობა. იბრძოდა ცენტრალური სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის. იყო სოლომონ I-ს პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი. 1789 იმერეთის საერო და საეკლესიო თავკაცებთან ერთად ურჩევდა ერეკლე II-ს თავისი ხელისუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები. 1797 წელს მხარი დაუჭირა სოლომონ II-ის მოწინააღმდეგე გიორგი ბატონიშვილს, რის გამო სოლომონმა იმერეთიდან გააძევა. ეფთვიმე გენათელი ყურადღებას აქცევდა პარტახი ადგილების აღდგენას. ბოსლევში ხელახლა დაასახლა გლეხები, ააშენა სოფელი მუხაღრუა და იქ ეკლესიაც ააგო. 1819 წელს იმერეთის აჯანყების დროს ეფთვიმე გენათელი რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ დააპატიმრა, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე და სხვებთან ერთად გადაასახლა რუსეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Князья Эристовы (Эристави-Гурийские) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 265.
  2. გვენეტაძე ე. გაგუა გ. „გამოჩინებულის წმინდა გიორგის ეკლესია“