ეუკარიოტული და პროკარიოტული უჯრედები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხოველის უჯრედის ტიპური სტრუქტურა
მცენარის უჯრედის ტიპური სტრუქტურა

ეუკარიოტული და პროკარიოტული უჯრედებიუჯრედების აგებულების მიხედვით დაყოფის ტიპები: ეუკარიოტული და პროკარიოტული

ერთ და მრევალუჯრედიანი მცენარეების, ცხოველებისა და სოკოების უჯრედები სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: უჯრედის კედელი, ციტოპლაზმა და ბირთვი. ბირთვი გარსით არის დაფარული და ციტოპლაზმაშია მოთავსებული. ციტოპლაზმა შეიცავს ორგანოიდებს. ყოველი სახის ორგანოიდს გარკვეული აგებულება აქვს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს ასრულებს, ორგანოიდების გარდა უჯრედი შეიცავს სამარაგო ნივთიერებებსაც. მათ უჯრედის ჩანართბი ეწოდება. ასეთ აგებულების უჯრედებს, ეუკარიოტული ბერძნულად „ეუ“– მთლიანად „კარიონ“ – ბირთვი ანუ ბირთვიანი უჯრედები ეწოდება. ბუნებაში არსებობს ისეთი უჯრედებიც რომელთაც არ გააჩნია გარსით შემოსაზღვრული ბირთვი და არც ისეთი ორგანოიდები როგორიცაა ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის აპარატი, ლიზოსომები, მიტოქონდრიები, ცენტრიოლები, ასეთ უჯრედებს პროკარიოტული (ლათ „პრო“ – ადრე) ანუ ბირთვამდელი უჯრედები ეწოდება. პროკარიოტებია ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]