ეუა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეუა
მშობ. სახელი: ინგლ. ʻEua
გეოგრაფია
21°23′15″ ს. გ. 174°56′02″ დ. გ. / 21.38750° ს. გ. 174.93389° დ. გ. / -21.38750; -174.93389
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 87,44 კმ²
სიგრძე 19 კმ
სიგანე 7,5 კმ
უმაღლესი წერტილი 383 მ
ოლქი ეუას ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა 5016 (2011)
სიმჭიდროვე 57,365 ად. /კმ²

ეუა (ინგლ. ʻEua) — ტონგის სამეფოს კუნძული წყნარ ოკეანეში, 18 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით კუნძულ ტონგატაპუდან. ხმელეთის საერთო ფართობია — 87,44 კმ², მოსახლეობა 5016 ადამიანი[1] (2011 წელი), რაც შეადგენს ტონგის სამეფოს მთელი მოსახლეობის 4,86 %-ს. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ეუას ოლქში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხედი კოსმოსიდან (კუნძული ტონგატაპუ ზევით და კუნძული ეუა ქვევით).
ეუას კუნძულის რუკა

ტონგის არქიპელაგის სხვა კუნძულებისგან განსხვავებით კუნძულ ეუას აქვს მთიანი რელიეფი და ვულკანური წარმოშობა. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 383 მეტრ სიმაღლეს. ეუას სიგრძე შეადგენს დაახლოებით 19 კმ-ს, სიგანე — 7,5 კმ-ს. ეუა დაფარულია ტროპიკული ტყეებით, ხოლო ნიადაგი გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით, რაც დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული 1643 წლის იანვარში აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა, რომელმაც მას სახელად დაარქვა მიდელბურგ-ეილანდტი (ნიდერლ. Middelburg Eylandt). 1773 წლის ოქტომბერში ეუაზე გადავიდა ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიულად ეუას კუნძული ტონგატაპუს კუნძულების ნაწილია, ადმინისტრაციულად — იყოფა ორ რაიონად: ეუა-მოტუ'ა და ეუა-ფო'ოუ. 2011 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 5016 ადამიანი. სულ ეუას კუნძულზე 13 სოფელია. ყველაზე დიდი სოფლებია — 'ოჰონუა, ჰა'ატუ'ა, ანგაჰა და პანგაი. ეუას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია — 'ოჰონუა. 1860 წელს ეუას კუნძულზე გადმოასახლეს კუნძულ ატას მოსახლეობა, ხოლო 1946 წელს — ნიუაფოოუს კუნძულის მოსახლეობა ვულკანის ძლიერი ამოფრქვევის გამო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]