ეტონი, ბერკშირი
| ქალაქი | |
|---|---|
|
ეტონი | |
|
ეტონის მთავარი ქუჩა | |
| ქვეყანა |
|
| ქვეყანა | ინგლისი |
| საგრაფო | ბერკშირი |
| თემი | უინძორი და მეინჰედი |
| კოორდინატები | 51°29′17″ ჩ. გ. 0°36′33″ დ. გ. / 51.48806° ჩ. გ. 0.60917° დ. გ. |
| მერი | საიმონ ბონდი |
| ფართობი | 6,48 კმ² |
| სალაპარაკო ენები | ინგლისური |
| მოსახლეობა | 5123 კაცი |
| სატელეფონო კოდი | 01753 |
| საფოსტო ინდექსი | SL4 |
| ოფიციალური საიტი | https://www.etontowncouncil.gov.uk/ |
ეტონი - ქალაქი ბერკშირში, ინგლისში, მდინარე ტემზის ნაპირზე უინძორის მახლობლად. 2011 წლის აღწერის თანახმად ეტონის მოსახლეობა 4692 ადამიანს შეადგენს . [1] ეტონი ისტორიულად ბუკინგემშირის ისტორიული საგრაფოს საზღვრებში შედიოდა, 1974 წელს იგი მოექცა ბერკშირის ადმინისტრაციის ქვეშ ადგილობრივი მმართველობის აქტის თანახმად. ქალაქი ცნობილია, ეტონი კოლეჯით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელი მომდინარეობს ძველი ინგლისურიდან Ēa-tūn, რაც ნიშნავს "მდინარესპირა ქალაქს", რაც მიუთითებს ეტონის სიახლოვეს მდინარე ტემზასთან . მიწა, რომელიც ახლა ეტონია, ოდესღაც ეკუთვნოდა დედოფალ ედიტის მამულს, [2] ედუარდ აღმსარებლის ცოლს. მიწა ნორმანელებმა 1066 წლის შემდეგ მიითვისეს. ხოლო . [2] უინძორსა და ლონდონს შორის მთავარი გზა გადიოდა ამ მხარეში და საძოვრების მდელოებს შორის გაჩნდა სოფელი გზისა და ხიდის შესანარჩუნებლად. 1440 წელს ჰენრი VI-მ აირჩია ეტონი თავისი ახალი კოლეჯისთვის, ეტონი კოლეჯისთვის .
ინგლისის სამოქალაქო ომის დროს, მას შემდეგ რაც უინდორის ციხე დაიპყეს პარლამენტარებმა, როიალისტების არმია გადავიდა ეტონში და სცადა დაებრუნებინათ ქალაქი და დაიკავეს კოლეჯი. უინძორის აღდგენის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა და როიალისტები საბოლოოდ გაიქცნენ. [3] 1
ეტონი დადებითად მოდერნიზებული იყო და გახდა პირველი სოფელი დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ჰქონდა საკუთარი საფოსტო ოფისი და თანამედროვე სადრენაჟო სისტემა. [4] 1925 წლისთვის ქალაქი აღწერილი იყო, როგორც უფრო კომერციული, ვიდრე საცხოვრებელი, რომელიც ემსახურებოდა კოლეჯის მოსწავლეებს. [5] 1
გამორჩეული ხალხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უილიამ ოუტრედი (1574–1660), მათემატიკოსი და სასულიერო პირი
- ედმუნდ ბრისტოუ (1787–1876), მხატვარი, დაიბადა ეტონში და მთელი ცხოვრება უინძორის მხარეში ცხოვრობდა.
- ჩარლზ დიუკ იონგი (1812–1891), ინგლისელი ისტორიკოსი, კლასიკოსი და კრიკეტისტი [6] </link>
- ჯორჯ ე დევისი (1850–1906), ქიმიური ინჟინერიის დამფუძნებელი მამა
- ↑ Civil Parish population 2011. Neighbourhood Statistics. Office for National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 29 November 2016
- 1 2 Powell-Smith, Anna. Eton. Anna Powell-Smith. ციტირების თარიღი: 2 October 2020
- ↑ Eton College – Life In The Early Days.
- ↑ The history of Eton, Berkshire.
- ↑ Parishes: Eton. University of London. ციტირების თარიღი: 21 September 2020
- ↑ Biographies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 3 April 2022