შინაარსზე გადასვლა

ეტიუდი (სახვითი ხელოვნება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ეტიუდი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ეტიუდი.
პ.-პ. რუბენსი, „მავრის თავის 4 ეტიუდი“, 1640. ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმი, ბრიუსელი.

ეტიუდი (ფრანგ. étude, სიტყვასიტყვით – შესწავლა, ვარჯიში) — ნაწარმოები, რომელსაც ხატავენ ნატურიდან ან ნატურის შესასწავლად.

ეტიუდი, ჩვეულებრივ, გამოირჩევა შთაბეჭდილების ცოცხალი გადმოცემით, უშუალობით. ფერწერული, სკულპტურული და გრაფიკული ეტიუდი ნაწარმოებზე მუშაობის მოსამზადებელი მასალის როლს ასრულებს. მაღალხარისხოვანი ეტიუდი ხშირად დასრულებული მხატვრული ნაწარმოებია. ასეთ ეტიუდებს ქმნიდნენ პეტერ პაულ რუბენსი, პოლ სეზანი, ვინსენტ ვან-გოგი და სხვ. საინტერესოა ქართველი მხატვრების: გიგო გაბაშვილის, რომანოზ გველესიანის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, კორნელი სანაძის, ედმუნდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძისა და სხვათა ეტიუდები.

  • ესკიზი — მხატვრული ნაწარმოების ან მისი რომელიმე ნაწილის ჩანახატი.