შინაარსზე გადასვლა

ეტიუდი (მუსიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ეტიუდი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ეტიუდი.
შოპენის ეტიუდი Op. 25, No. 11.

ეტიუდი (ფრანგ. étude, სიტყვასიტყვით – შესწავლა, ვარჯიში) — მზარდი ტექნიკური სირთულის, ჩვეულებრივ მცირე ზომის მუსიკალური ნაწარმოები (პიესა), რომელიც ავითარებს დაკვრის ტექნიკის რომელიმე ელემენტს (ტერცია, ოქტავა, გამა, არპეჯო, ოქტავა, ნახტომი, ტრელი, სტაკატო, ლეგატო, პოლიფონიური თანახმიერება და სხვ.).

პედაგოგიურ პრაქტიკაში გავრცელებულია კლემენტის, ჩერნის, კრამერის საფორტეპიანო, კრეიცერის და როდის სავიოლინო ეტიუდები. დიდი მხატვრული ღირებულება აქვთ შოპენის, შუმანის („სიმფონიური ეტიუდები“), ლისტის („ტრანსცენდენტური შესრულების ეტიუდები“, „პაგანინის დიდი ეტიუდები“), დებიუსის, რახმანინოვის, სკრიაბინის და სხვათა ეტიუდებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]