შინაარსზე გადასვლა

ეტიუდი (თეატრალური ხელოვნება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ეტიუდი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ეტიუდი.

ეტიუდი (ფრანგ. étude, სიტყვასიტყვით – შესწავლა, ვარჯიში) — იმპროვიზაციული ხასიათის სავარჯიშო სამსახიობო ხელოვნების ტექნიკის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით.

ეტიუდი შეიცავს პედაგოგის ან რეჟისორის მიერ შემსრულებლისათვის შერჩეულ მარტივ ან რთულ სცენურ მოქმედებას. ეტიუდი შეიძლება იყო ინდივიდუალური ან ჯგუფური.