ესტონური საბეკონე ღორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ესტონური საბეკონე ღორი — ჩამოყალიბდა ადგილობრივი ღორის შეჯვარებით ძირითადად დანიურ კერატთან, აგრეთვე გერმანული, ფინური და შვედური (ლანდრასის) ჯიშის ღორებთან. 1961 წელს დამტკიცდა ჯიშად. ესტონური საბეკონე ღორი მაგარი კონსტიტუციისაა, აქვს გრძელი სხეული, წვრილი ძვალეული, ხორცოვანი კისერი და დამრგვალებული ბარკლები. საშუალო განაზომებია (სმ-ობით): სხეულის სიგრძე კერატისა 180-184, გულმკერდის ირგვლივი 160-165; ნეზვისა, შესაბამისად, 164-165, 144-152. ცოცხალი მასა კერატისა 288-350კგ, ნეზვისა 233-250 კგ. ნაყოფიერება 11-12 გოჭი, მერძეულობა 70-80 კგ. დღეღამური საშუალო წონამატი 700 გ-მდე. საკვების ანაზღაურება 3,9-4 საკვები ერთეული. 6 თვისა იწონის 100 კგ. იყენებენ ხალასი და სამრეწველო მოშენებისათვის. გავრცელებულია ბალტიისპირეთში, რუსეთში, მოლდოვასა და სხვაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]