შინაარსზე გადასვლა

ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია
Eesti Muusika- ja Teatriakadeemia
დაფუძნდა 1919
ტიპი საჯარო
მისამართი რიავალას 16.
მდებარეობა 59°25′52″N 24°44′52″E / 59.4312° ჩ. გ. 24.7479° ა. გ. / 59.4312; 24.7479კოორდინატები: 59°25′52″N 24°44′52″E / 59.4312° ჩ. გ. 24.7479° ა. გ. / 59.4312; 24.7479
ქალაქი ტალინი
ქვეყანა ესტონეთი
eamt.ee

ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია (ესტ. Eesti Muusika- ja Teatriakadeemia) — შეიქმნა, როგორც ესტონეთის საზოგადოების მუსიკალური დეპარტამენტის (EMD) შერეული გუნდი პირველ მსოფლიო ომამდე. ესტონეთის საზოგადოების კრებამ შექმნა ტალინის უმაღლესი მუსიკალური სკოლა 1918 წლის 17 ნოემბერს. გახსნის ცერემონია გაიმართა 1919 წლის 28 სექტემბერს. 1923 წელს საგანმანათლებლო დაწესებულება გადაკეთდა ტალინის კონსერვატორიად. 1938 წელს გაიხსნა სახელმწიფო დრამატული სკოლა. 1993 წელს სკოლა გადაკეთდა ესტონეთის მუსიკის აკადემიად. 1995 წელს დრამის ფაკულტეტი გადაკეთდა უმაღლეს თეატრალურ სკოლად. ესტონეთის მუსიკის აკადემიის გამოჩენილ კურსდამთავრებულებს შორის არიან მომღერლები აილე ასონის, ჰელი ლაეტსი და აინ ანგერი, დირიჟორები რომან მაცოვი, ტინუ კალიუსტე, ოლარი ელტსი, ერი კლასი და კრისტინა პოსკა, კომპოზიტორები არვო პერტი, ლეპო სუმერა, ერკი-სვენ ტუური და არდო რან ვარესი, რეჟისორი ანდრეს პუსტუსმაა და მსახიობები ტინუ აავი, ჰეინო მანდრი, ელმო ნუგანენი, აინ ლუტსეპი, მარგუს ოოპკაუპი, იან უსპილდი, ტინუ ტეპანდი და ტაავი ეელმაა.

ტალინის უმაღლესი მუსიკალური სკოლა იყო ამჟამინდელი EAMT-ის წინამორბედი, გახსნის ცერემონია გაიმართა 1919 წლის 28 სექტემბერს ესტონეთის საკონცერტო დარბაზში. 1919-1923 წლებში სკოლის დირექტორი იყო მიჰკელ ლუდიგი. 1923 წელს იგი გადაკეთდა ტალინის კონსერვატორიად. კონსერვატორიის აკადემიური დონე შეიძლება ჩაითვალოს შედარებით მაღალად, რადგან მისი ბევრი სტუდენტი მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში 1930-იან წლებში. მათ შორის ყველაზე წარმატებული იყო ტიიტ კუსიკი, რომელიც დაჯილდოვდა პირველი პრიზით ვენის საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე 1938 წელს. კონსერვატორია ნაციონალიზებული იქნა 1935 წელს. 1938 წელს გაიხსნა სახელმწიფო დრამატული სკოლა.[1]

მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა ეპოქა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანული საოკუპაციო ძალების მოსვლის შემდეგ, კონსერვატორია იბრძოდა თავისი ადრინდელი სასწავლო საქმიანობის აღდგენისთვის. 1944 წლის 9 მარტის საჰაერო დაბომბვის დროს, კონსერვატორიის შენობა, ისევე როგორც მისი აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი, თითქმის მთლიანად განადგურდა. 1944 წლის ნოემბერში, ძალაუფლების კიდევ ერთი ცვლილების შემდეგ, კონსერვატორია ხელახლა გაიხსნა. კონსერვატორიის შემოქმედებითი გარემო აღორძინებას იწყებს 1950-იანი წლების შუა პერიოდში. 1957 წელს კონსერვატორიაში დაარსდა დრამის ფაკულტეტი, ვოლდემარ პანსოს ხელმძღვანელობით. 1989 წელს მას დაუბრუნდა მისი ადრინდელი სახელი - „ტალინის კონსერვატორია“. ოთხი წლის შემდეგ სკოლა გადაკეთდა „ესტონეთის მუსიკის აკადემიად“ (Eesti Muusikaakadeemia).

დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდი და დღევანდელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს განხორციელდა სასწავლო სტრუქტურის მასშტაბური რეფორმა და სკოლამ მიიღო საგნობრივი სწავლების სისტემა. შემოღებულ იქნა ხარისხის სწავლება, რაც ოთხწლიანი პროგრამის სტუდენტებს აძლევდა ბაკალავრის ხარისხს. 1993 წელს დაემატა ორწლიანი მაგისტრატურის პროგრამა. 1996 წელს შემოღებულ იქნა ოთხწლიანი სადოქტორო პროგრამა მუსიკათმცოდნეობაში, ხოლო 2000 წელს შემუშავდა სპეციფიკური კურიკულუმები შემსრულებლებისა და კომპოზიტორებისათვის. 2006 წელს დაემატა დრამატული ხელოვნების ახალი პროგრამა, რომელსაც ასევე აქვს შემოქმედებითი აქცენტი. 1999 წლიდან ესტონეთის მუსიკის აკადემია განთავსებულია შენობაში, რომელიც მდებარეობს ტალინის ცენტრში. 2002 წლიდან იგი გვთავაზობს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას კულტურის მენეჯმენტში ესტონეთის ხელოვნების აკადემიასთან და ესტონეთის ბიზნეს სკოლასთან ერთად.[2] აკადემიის ამჟამინდელი სახელი - ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია - მიღებულ იქნა 2005 წელს. ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის სიმფონიური ორკესტრი აკადემიაში მოქმედებს ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის სიმფონიური ორკესტრი. ორკესტრი, სავარაუდოდ, დაარსდა 1921 წელს.[3]

რექტორები და დირექტორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურსდამთავრებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. History | Eesti Muusika- ja Teatriakadeemia en-US. ციტირების თარიღი: 2017-07-03
  2. Cultural Management and Humanities | Eesti Muusika- ja Teatriakadeemia en-US. ციტირების თარიღი: 2017-07-03
  3. A ja O taskuteatmik Eesti. Eesti Entsüklopeediakirjastus, 2007. Page 353