ესტონეთის ბიზნეს სკოლა
| ესტონეთის ბიზნეს სკოლა | |
|---|---|
| Estonian Business School | |
|
| |
| დაფუძნდა | 1988 |
| ტიპი | კერძო უნივერსიტეტი |
| მისამართი | ანტს ლაუტერის ქუჩა 3, |
| მდებარეობა | 59°25′56″ ჩ. გ. 24°45′24″ ა. გ. / 59.43222° ჩ. გ. 24.75667° ა. გ.კოორდინატები: 59°25′56″ ჩ. გ. 24°45′24″ ა. გ. / 59.43222° ჩ. გ. 24.75667° ა. გ. |
| ქალაქი | ტალინი |
| ქვეყანა | ესტონეთი |
| ebs.ee | |

ესტონეთის ბიზნეს სკოლა — ეკონომიკასა და ბიზნეს განათლებაზე სპეციალიზებული კერძო უნივერსიტეტია ესტონეთში. სკოლა დაარსდა 1988 წელს. ეს არის ბალტიის ქვეყნებში უძველესი ბიზნეს განათლებაზე ორიენტირებული კერძო უნივერსიტეტი. 1400-ზე მეტი სტუდენტის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს განათლებას ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე. სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ სტაჟირება მსოფლიოს 60 პარტნიორ უნივერსიტეტში. ესტონეთის ბიზნეს სკოლის შემადგენლობაში ასევე შედის გიმნაზია. ამასთან, ესტონეთის ბიზნეს სკოლა სთავაზობს მენეჯერებისთვის განკუთვნილ პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და ღია უნივერსიტეტის ტრენინგ-კურსებს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესტონეთის ბიზნეს სკოლა დაარსდა 1988 წელს, როგორც პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება ესტონეთში. უნივერსიტეტი დააარსეს მადის ჰაბაკუკმა, მარშალ ფიცჯერალდმა და ილმარ მარტენსმა, რომელთა მიზანი იყო ინგლისურენოვანი ბიზნეს სკოლის შექმნა. დაარქივებული 2025-01-19 საიტზე Wayback Machine. როდესაც დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლა, მადის ჰაბაკუკი მუშაობდა ტალინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო დაგეგმვისა და მართვის დეპარტამენტში, მაგრამ უკვე გრძნობდა ცვლილებებს. აშკარა იყო, რომ თუ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, გადაწყვეტილებები ადგილზე უნდა მიეღოთ და აღარ მოვიდოდა მოსკოვიდან. ჰაბაკუკს ასევე მიაჩნდა, რომ ესტონეთს სჭირდებოდა სპეციალისტები, რომლებიც იცნობდნენ საბაზრო ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის კანონებს და ფლობდნენ ინგლისურ ენას. ასე გაჩნდა კომერციული სკოლის შექმნის იდეის ჩანასახი.
იმ დროს ბევრი დასავლელი ბიზნესმენი მიმართავდა მზერას აღმოსავლეთისკენ, მათ შორის მარშალ ფიცჯერალდიც. მისი მიზანი იყო აშშ-სა და საბჭოთა რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და ამავდროულად, იმ ისტორიული მოვლენების მოწმე ყოფილიყო, რომლებიც მაშინ რუსეთში ხდებოდა. რადგან მას არ ჰქონდა წარმოდგენა საიდან დაეწყო, ფიცჯერალდი დაუკავშირდა საბჭოთა კავშირთან ყველაზე ახლოს მყოფ ნაცნობს - ფინელ ჰანუ ლინაინმაას, რომელმაც თავის მხრივ 1987 წელს გააცნო მადის ჰაბაკუკი, რომელიც იმ დროინდელ საბჭოთა კავშირში საკმაოდ ცნობილი სახელი იყო და უცხოეთშიც იცნობდნენ.[1] ესტონეთის ბიზნეს სკოლის დაბადების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეორე პირმა, ილმარ მარტენსმა, რომელიც ესტონეთში დაიბადა და მადის ჰაბაკუკთან კონტაქტი დაამყარა წერილის საშუალებით, რომელიც ამ უკანასკნელმა შვედურ გაზეთში გამოაქვეყნა. წერილში ეწერა თხოვნა უცხოეთში მცხოვრები ესტონელებისადმი, რომ მხარი დაეჭირათ სამშობლოში მცხოვრები ესტონელების 50-წლიანი საგანმანათლებლო ხარვეზის აღმოფხვრისთვის. მარტენსის შთამაგონებელმა იდეებმა ჰაბაკუკიც აღაფრთოვანა და ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი ესტონეთის ბიზნეს სკოლის შექმნისკენ. მარშალ ფიცჯერალდის მთებში მდებარე რანჩოში ესტონეთის ბიზნეს სკოლის დაარსების იდეამ უკვე უფრო კონკრეტული კონტურები შეიძინა, ხოლო ილმარ მარტენსმა დაიწყო მოლაპარაკებები რამდენიმე პროფესორთან, მათ შორის უცხოეთში მცხოვრებ ესტონელ რეინ პეტერსონთან, ესტონელი ბიზნესმენების კანადაში სასწავლებლად გაგზავნის თემაზე. სასწავლო ხიდის პროექტის ფარგლებში ნიუ-იორკში შეხვდნენ სამი კაცი: მარტენსი, ჰაბაკუკი და პეტერსონი. მარტენსის ნიუ-იორკის ბინაში სამი დღე-ღამის განმავლობაში შეიმუშავეს ესტონეთის ბიზნეს სკოლის საფუძვლის დოკუმენტები და ჩამოაყალიბეს ძირითადი პრინციპები. 1997 წლის ადრეულ გაზაფხულზე ესტონეთის კერძო საშუალო განათლების ბაზარზე კიდევ ერთი მოთამაშე გამოჩნდა. მანამდე არსებულ ექვს კერძო გიმნაზიას შეემატა მეშვიდე - ესტონეთის ბიზნეს სკოლის მიერ დაარსებული ბიზნეს გიმნაზია. კოოპერატივი ესტონეთის ბიზნეს სკოლა 1992 წელს გახდა სააქციო საზოგადოება ესტონეთის უმაღლესი კომერციული სკოლა. ეს სახელი თითქმის ათწლეულის განმავლობაში შენარჩუნდა - 2001 წელს სკოლა დაუბრუნდა თავის ფესვებს და კვლავ ესტონეთის ბიზნეს სკოლის სახელით გააგრძელა არსებობა. 2011 წლის შემოდგომაზე ესტონეთის ბიზნეს სკოლამ, როგორც პირველმა უცხოურმა უნივერსიტეტმა, გახსნა თავისი ფილიალი ფინეთში.
ესტონეთის ბიზნეს სკოლის შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესტონეთის ბიზნეს სკოლის პირველი შტაბ-ბინა გახდა მადის ჰაბაკუკის ვაჟის, მარტის საძინებელი ოთახი, რომელიც იმ დროს ჯარში იყო. სასწავლო შენობად კი პრემიერ-მინისტრის ასისტენტის რეინ კაარეპერეს რეკომენდაციით შეირჩა მთავრობის რეზიდენცია სუურუპიში, სადაც სწავლება ორ კვირაში ერთხელ მიმდინარეობდა. იმ დროს კომერციულ სკოლაში ექვსი თანამშრომელი იყო: მადის ჰაბაკუკის გარდა, მენეჯმენტ-კონსულტანტები-ორგანიზატორები ურვე მარგუსი და პია სანდლა, ბუღალტერი მარიე ჰაბაკუკი, მდივანი ნელი კოლკი და ინგლისური ენის მასწავლებელი ელინ საქსი. 1988 წელს ბიზნეს სკოლამ შეცვალა შტაბ-ბინა და გადავიდა ტიოსტუსეს ქუჩაზე. 1989 წლის ბოლოს გადავიდნენ საკალას ცენტრში, სადაც საკმაოდ დიდხანს დარჩნენ. 1995 წელს დადგა დიდი ხნის ნანატრი გადასვლის დრო: ესტონეთის ბიზნეს სკოლა დაფუძნდა მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმის შენობაში ლაუტერის ქუჩაზე, სადაც ტექნიკუმს ზედმეტი სივრცე ჰქონდა. ლაუტერის ქუჩის შენობის მდგომარეობა თავდაპირველად საკმაოდ უიმედო იყო და საფუძვლიანი რემონტი სჭირდებოდა. ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა მანსარდის, ანუ მეხუთე სართულის მშენებლობაზე. სახურავიც სრულიად გაცვეთილი იყო და შეცვლა სჭირდებოდა, ისევე როგორც ფანჯრებს. სასწავლო და ენის კლასები მოწესრიგდა და შედეგად, ესტონეთის ბიზნეს სკოლას სავარაუდოდ ჰქონდა ყველაზე თანამედროვე კომპიუტერული კლასი მთელ ესტონეთში. შენობა მრავალჯერ გარემონტდა და განახლდა, რამაც საბოლოოდ თანამედროვე ოფისები და საკლასო ოთახები შექმნა. 2023 წლის ზაფხულში მიიღეს მშენებლობის ნებართვა და დაიწყეს ახალი შენობის მშენებლობა. სასწავლო და სამეწარმეო კამპუსის ღირსშესანიშნავი ნაწილის სახით, ტალინის ცენტრში, ლაუტერი 3-ის მისამართზე აშენდება 30-სართულიანი მაღლივი შენობა. ესტონეთის ბიზნეს სკოლის თანამედროვე სასწავლო შენობა კამპუსის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს: აუდიტორიების უმეტესობა იქაურ სასკოლო შენობაშია განთავსებული. ახალი შენობით დაემატება ჯგუფური მუშაობის ოთახები, მშვიდი სასწავლო არეალები, რამდენიმე მაღალტექნოლოგიური საკლასო ოთახი და საერთო სივრცეები, რომელთაგან უდიდესში შესაძლებელი იქნება 500 მონაწილიანი ღონისძიებების ჩატარება. ახალი კომპლექსის არქიტექტურული გადაწყვეტა, სასწავლო და თანამშრომლობის სივრცეების გარდა, აერთიანებს ოფისებსა და 500 სამუშაო მაგიდით აღჭურვილ საიჯარო შესაძლებლობებს ბიზნესისთვის. ასევე შენობების კომპლექსში დაგეგმილია კვების ობიექტები, სპორტდარბაზი, სახურავის ბაღი და 100 ბინა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ EBS Gümnaasium. Estonian Business Schooli veebisait.