ესტაფეტა
იერსახე
ესტაფეტა (ფრანგ. estafette, იტალ. staffa – უზანგი, ავჟანდი) — სპორტში, გუნდური შეჯიბრება სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში; გუნდის წევრები ერთიმეორის მიყოლებით გადიან დისტანციის ეტაპებს და გადასცემენ თანაგუნდელს დისტანციაზე გადაადგილების რიგს. მძლეოსნობაში ესტაფეტა გადაეცემა ჯოხით, სათხილამურო სპორტში — თანაგუნდელის ხელის შეხებით, ცურვაში — აუზის ბორტზე შეხებით.
წარსულში ესტაფეტა ეწოდებოდა საგანგებო ფოსტას, რომელიც დაჰქონდათ შიკრიკებს, ჩვეულებრივ, ცხენოსნებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 104.