ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე
იერსახე
|
| |
| მდებარეობა | მადრიდი, ესპანეთი |
|---|---|
| გაიხსნა | 12 ოქტომბერი, 1943 |
| მესაკუთრე | კომპლუტენსეს უნივერსიტეტი |
| საფარი | მინდორი |
| ტევადობა | 12,400 |
ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე (ესპ. Estadio Nacional Complutense) — სარაგბო სტადიონი მადრიდში, ესპანეთში, რომელსაც ფლობს კომპლუტენსეს უნივერსიტეტი. ის არის ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საშინაო არენა, რომელიც ასპარეზობს რაგბის ევროპის ჩემპიონატში. სტადიონს აგრეთვე გამოიყენებენ კლუბები: „ოლიმპუს რაგბი XV მადრიდი“, „არქუიტექტურა“ და „კისნეროსი“
სტადიონის მშენებლობა დაიწყო 1927 წლის 17 მაისს. არქიტექტორებად მოიწვიეს ლუის ლაკასა ნავარო, ხავიერ ბაროზუ და ედუარდო ტოროხა.[1] სტადიონი გაიხსნა 1943 წლის 12 ოქტომბერს, ესპანეთის ეროვნულ დღესასწაულზე.