შინაარსზე გადასვლა

ესპანეთის მუნიციპალიტეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ესპანეთის მუნიციპალიტეტები (ესპ. municipio) — ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული ესპანეთში. სულ არის 8131 მუნიციპალიტეტი.

ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია.

მუნიციპალიტეტის საკრებულო (pleno) აირჩევა პირდაპირ 4 წლის ვადით, პროპორციული არჩევნების გზით.[1][2] საკრებულოს და აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს მერი (alcalde), რომელიც აირჩევა საკრებულოს მიერ საკუთარი შემადგენლობიდან და ის ამავდროულად, თავმჯდომარეობს საკრებულოს. მუნიციპალიტეტებისუფლებამოსილები განსხვავდება მათი მოსახლეობის რაოდენობის მოხედვით. მუნიციპალიტეტებს მრავალრიცხოვანი მოსახლეობით უფრო მეტი კომპეტენციები აქვთ მინიჭებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ley 7/1985, de 2 de abril, Reguladora de las Bases del Régimen Local დაარქივებული 2020-10-29 საიტზე Wayback Machine. art.11
  2. Spain. Local government. britannica.com. ციტირების თარიღი: 2020-11-17.