შინაარსზე გადასვლა

ესპანეთის მოედანი (რომი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესპანეთის მოედანი
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი მოქმედი
ესპანეთის მოედანი (რომი) — იტალია
ესპანეთის მოედანი (რომი)
ესპანეთის მოედანი ვიკისაწყობში

ესპანეთის მოედანიიტალიის დედაქალაქ რომის ცენტრში მდებარე მოედანი. ის ესპანური კიბის წინ მდებარეობს და სახელწოდებისათვის პალაცო დი სპანიას, ესპანეთის საელჩოს წმინდა საყდართან მდებარე ტერიტორიას უნდა უმადლოდეს. მოედანზე უმანკო ჩასახვის სვეტი დგას.

მის შუაგულში ბაროკოს პერიოდის დასაწყისით დათარიღებული შადრევანი ბარაკოა მდებარეობს, რომელიც პიეტრო ბერნინისა და მისი ვაჟის, ჯან ლორენცო ბერნინის მიერ არის გამოქანდაკებული.

ესპანური კიბის მარჯვენა კუთხეში ინგლისელი პოეტის, ჯონ კიტსის სახლი დგას, რომელიც  აქ 1821 წლამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ამჟამად ეს სახლი მას და მის მეგობარ პერსი ბიში შელისადმი მიძღვნილი მუზეუმია, სადაც გამოფენილია ინგლისური რომანტიზმის ეპოქის  წიგნები. მარცხენა კუთხეში მდებარეობს ბაბინგტონის ჩაის ოთახი, რომელიც 1893 წელს დაარსდა.

მოედანთან ახლომდებარე ქუჩები ცნობილია პრესტიჟული მაღაზიებითა და სავაჭრო ცენტრებით[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Aldern, Natalie; Hengel, Livia; Heath, Elizabeth. (May 31, 2024) The 15 best places to go shopping in Rome.