ესოჯეს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ესოჯეს წმინდა გიორგის ეკლესია — მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ციხისძირიდან 2 კმ-ზე, მთაში, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. კომპლექსში შედის ეკლესია, კარიბჭე, სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ნაგებობა და გალავანი. ყველა ნაგებობა ნაშენია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით.

ეკლესია დარბაზულია. დგას გალავნიანი ეზოს შუაგულში. ეკლესიას სამხრეთიდან გვიანდელი მინაშენი ეკვრის, რომელიც მასზე რამდენადმე მოკლეა. ეკლესიას შესასვლელი სმახრეთიდან, მინაშენიდან აქვს. მეორე კარი ამოშენებულია.

კარიბჭე ორსართულიანია გეგმით თითქმის კვადრატული. ჩართულია გალავნის აღმოსავლეთ კედელში. ძლიერ დაზიანებულია.

ეკლესიის დასავლეთით სხვადასხვა დანიშნულების ორი ნაგებობის ნაწილია შემორჩენილი. მესამე ნაგებობის ნანგრევები ეკლესიის სამხრეთ დასავლეთ კუთხესთანაა შემორჩენილი.

გალავანი გეგმით წრიულია. მის ჩრდილოეთ კედელში მოწყობილი ყოფილა ვიწრო შესასვლელი. მისგან მხოლოდ კვალია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]