ესკეიშადა
|
| |
| ტიპი | სალათი |
|---|---|
| რიგითობა | აპეტაიზერი |
| წარმოშობის ადგილი | კატალონია |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
| მთავარი ინგრედიენტები |
ვირთევზა |
ესკეიშადა — ტრადიციული კატალონიური კერძი, რომელიც მზადდება დაჭრილი, დამარილებული ვირთევზის, პომიდვრის, ხახვის, ზეითუნის ზეთისა და ძმრისგან, ზოგჯერ კი ზეთისხილი ან მოხარშული კვერცხიც ახლავს გარნირად.[1][2] რეცეპტები განსხვავებულია, ზოგიერთი მზარეული კერძს ამატებს სხვა ინგრედიენტებს, მაგალითად ბადრიჯანსა და ბულგარულ წიწაკას.[1][2][3] ესკეიშადას განსაკუთრებით ხშირად ამზადებენ თბილ ამინდში და ზოგჯერ ზაფხულის კერძადაც კი ითვლება.[1][2][3] მას ხშირად ტაპასის კატეგორიას მიაკუთვნებენ.[4]
ესკეიშადას ზოგჯერ „კატალონიურ სევიჩესაც“ უწოდებენ, რადგან დამარინადებულ უმ თევზს წარმოადგენს (მიუხედავად იმისა, რომ ვირთევზას მარილში ხარშავენ და აშრობენ). კერძის სახელწოდება მომდინარეობს კატალონიური ზმნიდან „esqueixar”, რაც ნიშნავს დახევას ან დაქუცმაცებას. ხორცის სწორი ტექსტურის მისაღწევად, ესკეიშადასთვის ვირთევზას ყოველთვის თითებით აქუცმაცებენ, რაზეც საკვების სახელიც მეტყველებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Colman Andrews, Catalan Cuisine: Vivid Flavors From Spain's Mediterranean Coast (Harvard Common Press, 2005), pp. 172-73.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Marimar Torres. The Catalan Country Kitchen: Foods and Wine from the Pyrenees to the Mediterranean Seacoast of Barcelona, p. 58.
- ↑ 3.0 3.1 Teresa Barrenechea, The Cuisines of Spain: Exploring Regional Home Cooking (Random House, 2005), p. 101.
- ↑ Tapas Recipe: Esqueixada (24 February 2009).