ესკალადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესკალადა

ესკალადა (ფრანგ. escalade < იტალ. scalata, პირველწყარო: ლათ. scalaკიბე) — იერიში ციხესიმაგრეზე კიბეების დახმარებით. ამ ხერხს იყენებდნენ უძველესი დროიდან. მსროლელები იცავდნენ მუშათა კოლონებს, რომლებიც ავსებდნენ ციხესიმაგრის თხრილებს და მათზე ამაგრებდენ 15–18 სიმაღლის მოძრავ ან გასაშლელ ფართო კიბეებს (2–3 კაცისათვის). ესკალადისთვის იყენებდნენ აგრეთვე კაუჭიან თოკის კიბეებს, XX საუკუნეში ესკალადა ხმარებიდან გამოვიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]