ესთერ ჰანდალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ესთერ ჰანდალი, ესთერ კირა (გ. 1590) — ოსმალეთში მოღვაწე ებრაელი იუველირი და ჰიურემ სულთანის საიდუმლო აგენტი. ის ასევე ცნობილი იყო როგორც, ნურბანუ სულთნის — კირა (ეკონომიკური აგენტი).

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესთერი თავდაპირველად მისი მეუღლის, ელია ჰანდალის შუამავლის როლს ასრულებდა. მისი ქმარი, ელია ჰარემისთვის ამზადებდა: ძვირფას სამკაულებს, ტანსაცმელსა და კოსმეტიკურ საშუალებებს. დაქვრივების შემდეგ, ესთერმაც გააგრძელა მეუღლის საქმიანობა. ჰარემის გოგონებს არ შეეძლოთ ჰარემის დატოვება, ამიტომაც ებრაელი ვაჭრები და ეკონომიკური აგენეტები, როგორც ესთერი შუამავლის როლს ასრულებდნენ. ცნობილია, რომ ესთერი ჰიურემ სულთნის საიდუმლო დავალებებს ასრულებდა. მას ასევე დიდი გავლენა ჰქონდა ნურბანუ სულთანზე. მისი თანამდებობის გამო, ესთერი მალე ძალიან მდიდარი გახდა. იგი ასევე ცნობილი იყო, თავისი საქველმოქმედო საქმიანობით, მფარველობდა ქვრივებსა და ობლებს.1569 წელს, სტამბოლში მომხდარი დიდი ხანძრის შემდეგ, მან დიდი დახმარება გაუწია, უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს.

ესთერ ჰანდალი გარდაიცვალა 1590 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]