შინაარსზე გადასვლა

ესვატინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესვატინის ეროვნული ნაკრები
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი „სიჰლანგუ სემნიკატი“ (მეფის ფარი)
ასოციაცია ესვატინის ფეხბურთის ასოციაცია (EFA)
კონფედერაცია აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CAF)
კაპიტანი მთუნზი მხონტფო
ყველაზე მეტი კეპი საბელო ნძინისა (78)
ბომბარდირი საბელო ნძინისა (17)
სტადიონი სომჰლოლოს ეროვნული სტადიონი
ფიფა-ს კოდი SWZ
ფიფა-ს რეიტინგი 165 (2026)
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 88 (აპრილი–მაისი, 2017)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 190 (სექტემბერი–ოქტომბერი, 2012)
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 117 (25 ივნისი, 2016)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 181 (2013)
პირველი საერთაშორისო
გაერთიანებული სამეფოს დროშა სვაზილენდი 2–0 მალავის დროშა მალავი
(სვაზილენდი; 1 მაისი 1968)
უდიდესი გამარჯვება
ჯიბუტის დროშა ჯიბუტი 0–6 ესვატინის დროშა სვაზილენდი
(ჯიბუტი, ჯიბუტი; 9 ოქტომბერი, 2015)
უდიდესი დამარცხება
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 10–0 ესვატინის დროშა სვაზილენდი
(ალექსანდრია, ეგვიპტე; 22 მარტი, 2013)

ესვატინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს ესვატინის მამაკაცთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებსა და ამხანაგურ შეხვედრებში. გუნდი, რომელიც ცნობილია მეტსახელით „სიჰლანგუ სემნიკატი“ (მეფის ფარი), 2018 წლამდე ქვეყანას სვაზილენდის სახელით წარმოადგენდა. ნაკრებს მართავს ესვატინის ფეხბურთის ასოციაცია (EFA). ესვატინის ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის ან აფრიკის ერთა თასის ფინალურ ეტაპზე.[1][2] მისი საუკეთესო შედეგია COSAFA-ს თასის მესამე ადგილი 2016 და 2021 წლების გათამაშებებში.[3][4]

2008 წლის 8 ივნისს ესვატინიმ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1992 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც საკუთარ მოედანზე ტოგოს 2–1 სძლია. გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა ასევე იყო აფრიკის ერთა თასის 2017 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც ესვატინი L ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და გვინეასა და მალავის ნაკრებებს გაუსწრო.[5]

ფიფას მამაკაცთა ნაკრებების რეიტინგში, 2026 წლის მონაცემებით, ესვატინის ეროვნული ნაკრები 165-ე ადგილს იკავებს.[6]

  1. Eswatini. ციტირების თარიღი: 1 July 2026
  2. Eswatini. ციტირების თარიღი: 1 July 2026
  3. Eswatini. ციტირების თარიღი: 1 July 2026
  4. South Africa triumph in 2021 COSAFA Cup final to claim fifth title (18 July 2021). ციტირების თარიღი: 1 July 2026
  5. Eswatini stats, results, fixtures & transfers. ციტირების თარიღი: 2026-07-01
  6. Men's World Ranking. ციტირების თარიღი: 2 July 2026