ესეისის ხოცვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Masacre de Ezeiza - persona subiendo al palco.jpg

ესეისის ხოცვა (ესპ. Masacre de Ezeiza) — შეიარაღებული დაპირისპირება არგენტინაში ულტრამემარჯვენე ძალებსა და მემარცხენე რადიკალებს შორის ხუან პერონთან შეხვედრის დროს. გამოიწვია მასობრივი სისხლისღვრა და პერონისტული მოძრაობის შეუქცევადი გაყოფა.

1973 წლის გაზაფხულზე საბოლოოდ გადაწყდა 1955 წლის სამხედრო გადატიალების შედეგად გაძევებული გენერლის ხუან პერონის სამშობლოში დაბრუნება. იგი არგენტინაში ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარულ პოლიტიკოსად რჩებოდა და უკვე გადაწყვეტილი იყო ქვეყნის მეთაურად მისი არჩევა. 15 ივნისს არგენტინის პრეზიდენტი ექტორ კამპორა ესპანეთში გაფრინდა, რათა პერონთან ერთად დაბრუნებულიყო სამშობლოში. არგენტინაში საზეიმო დახვედრისთვის ემზადებოდნენ.

ამ დროისათვის პერონიზმის მიმდევრები - ხუსტისიალისტები - რამდენიმე დაპირისპირებულ ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი. მემარცხენე რადიკალებს მონტეროსები ეწოდებოდათ, ხოლო ულტრამემარჯვენეები ანტიკომუნისტები იყვნენ და მათ შორის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა. თუმცა ორივე დაჯგუფება პერონს მიიჩნევდა თავის ლიდერად. თავად პერონის ინტერესები 1970-იანი წლების დასაწყისში მემარჯვენეებისაკენ გადაიხარა.

პრეზიდენტი ექტორ კამპორა მემარცხენეებს მიეკუთვნებოდა. მათი პოზიციები ახლოს იყო გევარიზმთან. მემარჯვენეების სათავეში იდგა პერონის პირადი მდივანი ხოსე ლოპეს რეგა, სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი კამპორას მთავრობაში.

გენერალთან შეხვედრის ცერემონიას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ხუან პერონი არგენტინაში დაბრუნდა 1973 წლის 20 ივნისს. მას ასობით ათასი (ზოგიერთი მონაცემებით სამი მილიონი) ადამიანი დახვდა. შეხვედრის ორგანიზებას, რომელიც ესეისის აეროპორტში გაიმართა, ხელმძღვანელობდნენ მემარჯვენე იდეების მქონე სამხედრო პირები. მემარცხენეები სკანდირებდნენ „პერონი, ევიტა, სოციალისტური სამშობლო“, ხოლო მემარჯვენეები პასუხობდნენ „პერონი, ევიტა, პერონისტული სამშობლო“[1]. სროლები და მასობროვი დაპირისპირება დაიწყო 20 ივნისის დილიდან, გრძელდებოდა მთელი დღის განმავლობაში[2] და ღამით დასრულდა. პერონის დასახვედრად მოსული მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკი ხოცვა-ჟლეტის მომსწრე გახდა. შეტაკების შედეგად ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გარდაიცვალა 13 (სხვა მონაცემებით - 16) და დაიჭრა 365 (სხვა ინფორმაციით - 200) ადამიანი.

გამოკვეთილი გამარჯვებული აღნიშნულ დაპირისპირებაში არ გამოკვეთილა. მემარჯვენეებმა კარგი შეიარაღება, ორგანიზაცია და დისციპლინა აჩვენეს, ხოლო მემარცხენეებმა მასობრივი ენთუზიაზმი.

ესეისის ხოცვა აღიქმება, როგორც ულტრამემარჯვენეების მიერ ინიცირებული აქცია. მოგვიანებით გამჟღავნდა, რომ აქციაში მონაწილეობდა არგენტინის სპეცსამსახურებიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]