ესაი ალტუნიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესაი ალტუნიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1980(1980-11-05)[1] (43 წლის)
დაბ. ადგილი პარიზი
საიტი essaimusic.com
ესაი ალტუნიანი ვიკისაწყობში

ესაი ალტუნიანი (სომხ. Եսայի Ալթունյան დ. 5 ნოემბერი, 1980, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) ზოგჯერ მოიხსენიებენ უბრალოდ ესაისფრანგი-სომეხი მომღერალი, სიმღერებისა და მელოდიების მწერალი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1980 წელს, ერევანში, სომხეთის სსრ-ში. სომხური წარმოშობის ესაია ალტუნიანი ცხოვრობს საფრანგეთში. მისი ბებია-ბაბუა სომხეთიდან სომხეთის გენოციდის დროს გამოიქცნენ.

მისი პირველი პროფესიონალური გამოცდილება იყო სინგლი Pardonne moi, რომელიც ფრანგულ ჯგუფ „Soul and R&B Ideal 3“-თან ერთად ჩაწერა (1999).

ერთი წლის შემდეგ, ამჯერად უკვე სოლო კონტრაქტი გააფორმა მერკური უნივერსალთან. მისი წარმატება ამპერიოდში მცირე იყო: ჩაწერა 2 სინგლი, ვიდეო კლიპი, ჰქონდა რამდენიმე რადიო და სატელევიზიო ინტერვიუ.

2001 წელს ესაია ალტუნიანმა მიიღო კომტე პარის როლი მუსიკალურ რომეო და ჯულიეტაში, რომელსაც იგი 2002 წლამდე ასრულებდა.

2001-2009 წლებში მან შეადგინა, დაწერა, მოაწყო, შეცვალა სიმღერები: ჯენიფერისთვის, სესილია კარასთვის, ჯული პიეტრისთვის, გრეგორი ბაკეტისთვის, მაიკლ იუნისთვის, ენტონი კავანაღისთვის, მიშელ ლეგრანდისთვის, ამაური ვასილისთვისა და კლარა მორგანისთვის.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 წლის ასაკში ესაიმ შეასრულა თავისი პირველი სიმღერა, ხოლო 19 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს სონი საფრანგეთთან (იგი უნდა ყოფილიყო ურბანული და პოპის ჯგუფის „ideal-3“-ის მთავარი მომღერალი). განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სიმღერამ სახელად „Pardonne-moi“, რომელიც საფრანგეთის ყველა რადიო სადგურმა (NRJ-სა და Fun Radio-ს ჩათვლით) გაუშვა. ამ პერიოდში ჯგუფმა ტურები ჩაატარა ყველა პოპულარულ ძირითად არენაზე. აგრეთვე, ისინი გამოჩნდნენ უამრავ სატელევიზიო შოუში (ჟაკ მარტინის შოუს ჩათვლით). მუსიკისადმი მისწრაფების გამო, ესაი ალტუნიანმა დატოვა ჯეინ მონეტის პარიზის უნივერსიტეტი, რომელშიც იგი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.

21 წლის ასაკში ესაიმ დატოვა ძველი ჯგუფი და ახალ ჯგუფს, მერკური უნივერსალს შეუერთდა. როგორც სოლო არტისტმა, ესაიამ უამრავი მოწვევა მიიღო სხვადასხვა სატელევიზიო შოუებიდან.

ევრივიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტონიანი არის იმ სუპერჯგუფ გენეალოგის წევრი, რომელიც წარადგენდა სომხეთს მესამოცე ევროვიზიის სიმღერის კონკურსში; კონკურსი ჩატარდა ვენაში. იგი გახდა სომხეთის მოქალაქე, გენეალოგიის სხვა უცხოელ წევრებთან ერთად, გახდა 2015 წლის 28 აპრილს, პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მიერ სომხური პასპორტების მიღების შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Discogs — 2000.