ერ-თარღინი
იერსახე
„ერ-თარღინი“ (ყაზახ. Ер Тарғын) — ყაზახური საგმირო-რომანტიკული ეპოსი. შეიცავს 1000-მდე ტაეპს. გადმოგვცემს XV–XVI საუკუნეების დასავლეთ ყაზახეთის ისტორიულ მოვლენებს. მთავარი გმირი თარღინი თავისი ხალხის დამოუკიდებლობისა და ერთობის დამცველი რაინდია. პოემაში გატარებულია ცალკეულ სახანოთა შორის შინაომების შეწყვეტისა და გაერთიანების იდეა.
გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ер-Таргын, Алматы, 1957.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- История Казахcкой литературы, т. 1, А.-А., 1968;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 183.