ერწახვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერწახვი
კოორდინატები: 43°18′12″ ჩ. გ. 41°27′21″ ა. გ. / 43.3035611° ჩ. გ. 41.4558500° ა. გ. / 43.3035611; 41.4558500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3910 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
ერწახვი — საქართველო
ერწახვი
ერწახვი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ერწახვი

ერწახვი, ერცოგი — მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე აქსაუთის (ყუბანის სისტემა) სათავეებში, სიმაღლე 3910 მ. აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. ჩრდილოეთი კალთა დამრეცია, სამხრეთი — ციცაბო. ერწახვის სამხრეთი კალთის 2 მყინვარი ასაზრდოებს მდინარე ჩხალთის მარცხენა შენაკადებს. დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]