ერქვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფშაური გუთანი

ერქვანი — ერთ-ერთი უძველესი სახვნელი იარაღი; იყენებდნენ ანეულის გადასახნავად. შედგება მხრის, ხელნის, კბილას, ხმალასა და სახნისაგან. გავრცელებული იყო უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში. ეთნიკურ ყოფაში შემოინახა ქვემო ქართლში, ჯავახეთსა და მესხეთში.

თუშეთში, იმერეთში, გურიაში გუთნის ხელნა-სახელური, რაზედაც ხვნის პროცესში გუთნისდედას ხელი ეკიდა და მართავდა გუთანს.

სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს შემდეგნაირად:

ვიკიციტატა
„გუთანი სომხურია, ქართულად ერქვანი ეწოდების. უკეთუ უმცირე მისსა ჴარნი ებნეს და ერქვანსა არცა საკვეთელი ჰქონდეს და არცა ფიცარი ფრთად, მას ჯილღა ეწოდების და ყევარის ჴარისა საჴვნელსა — არონა და უღლეულის ჴარისასა — ოქონა[1].“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯალაბაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 209.
  • ჩიტაია გ., ეთნოგრაფიული მოგზაურობიდან აღბულადის რაიონში, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1928, ტ., 4;
  • ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. 1, თბ., 1991, გვ. 175