ერუხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ერუხანი
Erukhan photograph.jpg
დაბადების თარიღი ივლისი, 1870[1] [2]
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 1915[1] [2] [3] [4]
გარდაცვალების ადგილი Kharpoot
ფსევდონიმი Երուխան
საქმიანობა მთარგმნელი, ჟურნალისტი და მწერალი
ენა სომხური ენა
ეროვნება სომხები
მოქალაქეობა Ottoman flag.svg ოსმალეთის იმპერია
ალმა-მატერი Nersisian school და გეტრონაგანის სომხური უმაღლესი სკოლა

იერვანტ სარმახეშხანლიანი (სომხ. Երուանդ Սրմաքէշխանլեան) — სომეხი მწერალი, რომელიც მოღვაწეობდა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. დააპატიმრა, აწამა და მოკლა თურქეთის ხელისუფლებამ, სომხების გენოციდის დროს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სამწერლო სახელი ერუხანია. დაიბადა 1870 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში (სტამბოლი). მან ბავშვობაში განათლება მიიღო ნერსესიანის დაწესებულებაში. ერუხანმა თავისი ერთ -ერთი იუმორისტული პერსონაჟი რომანში უფლის ასული (სომხ. Ամիրային Աղჯիկը) სკოლის დირექტორზე: კონსტანტინე აბანტარანეზე დაყრდნობით შექმნა. როგორც სტუდენტი, ერუხანი ზარმაცი და სუსტი სტუდენტი იყო. მას განსაკუთრებული ზიზღი ჰქონდა მათემატიკისადმი და ამბობდა, რომ პირველი ადამიანები, ვინც მას სძულდა მის ცხოვრებაში, იყვნენ მათემატიკის მასწავლებლები.

1886 წელს, ერუხანის მამამ აიძულა მას, რომ კარიერა მედიცინის სფეროში გაეგრძელებინა, მაგრამ ოჯახის მეგობარმა დაარწმუნა, რომ მისი ვაჟი ჩაეწერა ახლად გახსნილ ცენტრალურ კოლეჯში. ერუხანი ჩაირიცხა სკოლაში, მაგრამ მან ვერ შეძლო პირველი კლასის მოსწავლე ყოფილიყო. ბედის ირონიით, ის სომხურ ლიტერატურაშიც კი უღიმღამო იყო. ერუხანი ავად გახდა წლის ბოლოს გამოცდის სესიის დროს და ვერ შეძლო გამოცდების დაწერა. მან მოგვიანებით დატოვა კოლეჯი.

იმის გამო რომ მისი ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა, იძულებული გახდა რომ სამუშაო მოეძებნა. ის ერთი კვირა მუშაობდა მოვაჭრესთან ერთად, თუმცა შემდეგ სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ერუხანმა თავი მიუძღვნა სხვადასხვა ევროპელი და სომეხი მწერლების რომანების კითხვას, ის ასევე ფლობდა ფრანგულ ენას. შემდეგ ის შეუერთდა გაზეთ აღმოსავლეთის რედაქტორ ჯგუფს, როგორც მთარგმნელი. მან საბოლოოდ დაიწყო წერა, ხოლო მისი ნიჭი შენიშნა დიდმა სომეხმა მწერლებმა, ზოჰრაბიმ და არფიარ არფიარიანმა. ერუხანმა განაგრძო თავისი ნაწერების გამოქვეყნება ჟურნალებში, აღმოსავლეთი და მასისი.

1896 წელს, ჰამიდური ხოცვა-ჟლეტის დროს, ერუხანი ბევრ სხვა სომეხ ინტელექტუალთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა. ის დასახლდა ბულგარეთში, სადაც წერდა გაზეთ "შავიღში" (სომხ. შავիղ) და მუშაობდა მასწავლებლად. 1904 წელს ერუხანი გადავიდა ეგვიპტეში, სადაც იგი გახდა გაზეთის სინათლის მომტანის რედაქტორი. 1905 წელს იგი დაქორწინდა ერთ-ერთ მის ყოფილ მოსწავლეზე.

ერუხიანის ნაწარმოები, Lord's Daughter არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები დასავლეთ სომხურ ლიტერატურაში. ავტორი წერს ტრაგედიას, კონსტანტინოპოლში მცხოვრები სომხების ორი კლასის უთანასწორობის შესახებ.

ერუხანს დაწერილი აქვს მრავალი მოთხრობა, სადაც აღწერილია მეთევზეების, მეხანძრეების და მეკარეების მძიმე, მაგრამ მარტივი ცხოვრება. ეს ნამუშევრები შეიკრიბა და გამოქვეყნდა პარიზში, 1942 წელს. გარდა ამისა, სხვადასხვა გაზეთებში უამრავი სტატია აქვს გამოქვეყნებული.

ერუხანი 1908 წელს დაბრუნდა კონსტანტინოპოლში. ხუთი წლის შემდეგ ის საცხოვრებლად გადავიდა ხარბერდში, სადაც გახდა ადგილობრივი სკოლის ადმინისტრატორი. 1915 წლის 24 აპრილს დაიწყო სომეხთა გენოციდი. ერუხანი, მღვდელთან ერთად, დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. მათ მრავალი დღის განმავლობაში აწამებდნენ, ხოლო შემდეგ თურქმა ჯარისკაცებმა ისინი ქალაქგარეთ დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სომხურიდან თარგმნილი: Ardi հայական գրականութիւն Բ հատոր, [თანამედროვე სომხური ლიტერატურა ტომი II], 2002, გვ. 154 - 158.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]